კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის მერიამ შშმ პირებისთვის დაწესებული ასაკობრივი შეზღუდვა გააუქმა

13 მაისი, 2015
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის მერიამ სოციალური პროგრამის მუხლიდან, რომელიც შშმ პირების დახმარებას ეხებოდა, ასაკობრივი ცენზი ამოიღო. შესწორებამდე,  ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელიწადში  ერთჯერად 250-ლარიან დახმარებას, 18- დან 30 წლის ჩათვლით, შშმ პირები იღებდნენ. გორის მერიამ, საკითხის მედიაში გაშუქების შემდეგ, საკრებულოს შუამდგომლობით მიმართა, რათა შშმ პირებს დახმარების მიღება ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე შესძლებოდათ. საკითხს დეპაუტატებმა მხარი დაუჭირეს.

„აუცილებელი იყო ასაკობრივი ცენზის გაუქმება. ამ საკითხით მერის მოადგილე დაინტერესდა, შესწორებული ვარიანტი საკრებულოს სხდომაზე წარადგინა და ჩვენც მხარი დავუჭირეთ“,- განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა, დავით რაზმაძემ.


დაპირება შესრულდა, თუმცა ასაკობრივი ცენზის გაუქმების შემდეგ შშმ პირები ყოველწლიურ ერთჯერად დახმარებას 250 ლარის ნაცვლად 200 ლარს მიიღებენ. 50 ლარით დახმარების შემცირებას უკვე მიღებულ ბიუჯეტში შესწორებების შეტანას უკავშირებენ.

განსხვავებით გორის მერიისა, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა შშმ პირებს (კერძოდ, ცერებრალური დამბლის, აუტიზმისა და დაუნის სინდრომის მქონე პირებს), წელიწადში ერთხელ, 500 ლარით დაეხმარება.

ახალი ამბები