კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობას პირველადი საჭიროების მედიკამენტები უფასოდ გადაეცა

18 მაისი, 2015
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

„კოალიცია ნდობის აღდგენისთვის“ სამუშაო ჯგუფის წევრებმა, ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში, საზღვრისპირა სოფლებში მედიკამენტები უფასოდ დაარიგეს. სამუშაო ჯგუფის წევრებმა პირველადი მოთხოვნილების წამლები სამ სოფელში, 150 ადამიანს მიაწოდეს.

 
ადგილობრივი მცხოვრების, სოკრატე ქოქიშვილის განცხადებით, მოსახლეობას აქამდე მსგავსი სახის დახმარება არ მიუღია.

„პირველად ვიღებთ დახმარებას. მადლობელი ვართ არასამთავრობო ორგანიზაციის, რომელმაც უფასო მედიკამენტები დაგვირიგა და ჩვენი სოფლის საჭიროებები შეისწავლა“,-აღნიშნა სოკრატე ქოქიშვილმა.

ადგილობრივების თქმით, მიუხედავად მათი სოფლების სტრატეგიული მდებარეობისა, ხელისუფელბას საზღვრისპირა სოფლები დაავიწყდა.

„ხელისუფლება უნდა დაგვეხმაროს. გვიჭირს, წამლის ყიდვის საშუალება არ გვაქვს. უბრალო „ანალგინიც“ კი ვერ გვიყიდია“,- აღნიშნა სოფელ არბოს მკვიდრმა, მზია გვიმრაძემ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, ნინო ტლაშაძის განცხადებით, ნაწილი მედიკამენტებისა პროექტში გათვალისწინებული ფინანსების საშუალებით შეიძინეს, ნაწილი კი, მიმართვის საფუძველზე, ერთ-ერთმა ფარმაცევტულმა კომპანიამ მიაწოდა სამუშაო ჯგუფის წევრებს.

„ადგილობრივები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რადგან მათთან არც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, არც ცენტრალური ხელისუფლებიდან  ან მთავრობიდან მისულა ვინმე. სამივე სოფელში პრობლემათა დიდი ჩამონათვალია, რის მოგვარებაზეც ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, პირველ რიგში კი, ამობულატორიების აშენებით დაიწყოს“,- განაცხადა ნინო ტლაშაძემ.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საჭირო მედიკამენტები ზარდიაანთკარში ე.წ. „ნეიტრალურ ტერიტორიაზე“ მცხოვრებ ეთნიკურად ოს ქალბატონსაც მიუტანეს.  

ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი ახორციელებს პროექტს „კოალიცია ნდობის აღდგენისთვის“ ევროკავშირის და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით სამხრეთ კავკასიაში. პროექტს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს.

ახალი ამბები