კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საკონსტიტუციო სასამართლო მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს შორის უთანაბრობის მინიმუმადე დაყვანისაკენ მოუწოდებს

28 მაისი, 2015
 
სივილ ჯორჯია

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მუნიციპალიტეტებზე მიბმით მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ფორმირების წესი, რადგან ის არღვევს ხმის თანასწორობის პრინციპს და იმგვარი საკანონმდებლო ცვლილებისკენ მოუწოდა, რომელიც ოლქებს შორის ამომრჩეველთა უთანაბრობას მინიმუმამდე დაიყვანს. 

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილისა და კიდევ ერთი მოსარჩელის სარჩელი, რომელშიც ისინი აცხადებდნენ, რომ მაჟორიტარული ოლქების დაყოფის არსებული წესი დისკრიმინაციული იყო იმ განსხვავების გამო, რომელიც მათ შორის ამომრჩეველთა რაოდენობის კუთხით არსებობს და არღვევს მათი ხმების თანაბრობის პრინციპს.

საქართველოში ამჟამად შერეული სისტემა მოქმედებს, სადაც 73 დეპუტატი 150–წევრიან პარლამენტში მაჟორიტარულ, ერთმანდატიან ოლქში ირჩევა, ხოლო დანარჩენი 77 ადგილი პროპორციული სისტემით ნაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომლებიც 5%–იან ბარიერს გადალახავენ.

ერთმანდატიანი ოლქები ერთმანეთისგან ამომრჩეველთა რაოდენობით განსხვავდებიან; ყველაზე დიდ ოლქში 150 000 ამომრჩეველია, ხოლო უმცირეს ოლქში 6 000 ამომრჩეველია რეგისტრირებული, თუმცა ორივე ერთ მაჟორიტარს ირჩევს პარლამენტში. 

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები და ეუთოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები უკვე წლებია აღნიშნავენ ამ საკითხს თავიანთ ანგარიშებში და აცხადებენ, რომ ოლქებს შორის ეს შეუსაბამობა  ხმის მიცემის თანასწორობის პრინციპს არღვევს. ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ სხვაობა საარჩევნო ოლქების ზომებს შორის არ უნდა აღემატებოდეს 10%–ს და „განსაკუთრებულ შემთხვევებში“ 15%–ს.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ნიშნავს საარჩევნო სისტემის მაჟორიტარული კომპონენტის გაუქმების აუცილებლობას  - ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა და ასევე პრეზიდენტი მარგველაშვილი მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებისკენმოუწოდებენ; მაგრამ ამ გადაწყვეტილებას სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მას სულ ცოტა 113-მა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს მხარი. 

საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება უპირატესობას არ ანიჭებს ერთ რომელიმე სისტემას და მხოლოდ იმას ეხება, რომ ხმის თანაბრობის პრინციპი იყოს დაცული. 


„საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია, თავად განსაზღვროს როგორც პროპორციული, ისე  მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის მოდელები და თავისებურებები იმ პირობით, რომ ამ პროცესში დაცული იქნება საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები“, - განაცხადა სასამართლომ.

სასამართლომ ასევე იმაზეც მიანიშნა, რომ პროცესის ადმინისტრირებისას წარმოქმნილი ფაქტობრივი სირთულეების გამო „შესაძლოა, შეუძლებელი აღმოჩნდეს საარჩევნო ოლქების იმგვარი გადანაწილება, რომ ამომრჩევლების ხმებს აბსოლუტურად იდენტური „წონა“ ჰქონდეს“.

„თუმცა, ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, რომ ასეთი უთანასწორობა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი. ამასთანავე, სასამართლომ არ გამორიცხა, რომ გარკვეული რეგიონების სპეციფიკიდან გამომდინარე, კანონმდებელმა შემოიტანოს ტერიტორიული წარმომადგენლობის ელემენტები, ასევე, საარჩევნო ოლქების მუნიციპალურ ერთეულებზე მიბმა, შესაძლოა საარჩევნო ოლქების საზღვრებით მანიპულირების საფრთხის პრევენციასაც ისახავდეს მიზნად, თუმცა ამან არ უნდა გამოიწვიოს იმგვარი უთანასწორობა, რომ გარკვეულ ტერიტორიულ ერთეულებში რეგისტრირებული ამომრჩევლების ხმების გავლენა ზომაზე მეტად შემცირდეს“, - განაცხადა სასამართლომ.

ამჟამად კანონში გაწერილია წესი, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციით განსაზღვრული 73 მაჟორიტარის ასარჩევად ამავე რაოდენობით ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება, საიდანაც 10 თბილისზე მოდის. ოლქების ფორმირება და საზღვრების დადგენა კი, არსებული საარჩევნო კოდექსით, ცესკოს პრეროგატივაა. წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკით, მაჟორიტარული ოლქები  მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში იქმნება.

სწორედ ეს წესი ცნო სასამართლომ არაკონსტიტუციურად და პარლამენტს შესაბამისი ცვლილებებისკენ მოუწოდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტს ამ საკითხზე ექნება საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი  „ადეკვატური გადაწყვეტილებები“.

„ეს ხარვეზი არის გასასწორებელი, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და უახლოეს ხანებში შევთავაზებთ საარჩევნო რეფორმის შემდეგ ეტაპს“, - განაცხადა უსუფაშვილმა 28 მაისს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე, თუმცა მან ამ ეტაპზე დაგეგმილი ცვლილებების დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

თუმცა მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „ემთხვევა იმ მიმართულებას“, რასაც მმართველი კოალიცია ქართული ოცნება ამზადებს.

უსუფაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს „გადაწყვეტილებით გაუქმდა ოლქების დადგენის წესი და არა მაჟორიტარული არჩევნები საქართველოში“, რაც კონსტიტუციით დადგენილი ნორმაა.

ახალი ამბები