კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანის მრავალპროფილიან ცენტრ „ჯეოჰოსპიტალსს“ ბავშვთა ტოქსიკოლოგი არ ჰყავს

11 ივნისი, 2015
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში 12 წლის ბავშვი გველმა დაკბინა. ოჯახის წევრების განცხადებით, შეშუპებული ბავშვი მათ „ჯეოჰოსპიტალსის“ გურჯაანის მრავალპროფილიან სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც ნახევარი დღე იმყოფებოდა, თუმცა მედპერსონალმა ბავშვს მხოლოდ გადასხმა გაუკეთა.

გურჯაანის მრავალპროფილიან სამედიცინო ცენტრ „ჯეოჰოსპიტალსიდან“ გველის მიერ დაკბენილი ბავშვი თბილისში გადაიყვანეს. გადაყვანის მიზეზი გურჯაანში ბავშვთა ტოქსიკოლოგის არარსებობა გახდა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ექიმებმა ვერ დაადგინეს, რომელმა გველმა უკბინა ბავშვს.

Humanrights.ge „ჯეოჰოსპიტალსის“ ტოქსიკოლოგ ლია გოგილაშვილს დაუკავშირდა. გოგილაშვილის განცხადებით, მას ლიცენზია აქვს, თუმცა მხოლოდ დიდების შემთხვევაში იძახებენ, ბავშვთა ტოქსიკოლოგი კი მრავალპროფილიან ცენტრს არ ჰყავს.

სოფელ ვაზისუბნის მოსახლეობის განცხადებით, ქვეწარმავალმა ბავშვს თამაშის დროს უკბინა. მოსახლეობისვე თქმით, სოფელში ბევრი ქვეწარმავალია და ტემპერატურის მატებასთან ერთად ისინი უფრო აგრესიულები ხდებიან.

როგორც humanrights.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გია გერგიძემ განუმარტა, იგეგმება გარკვეული ტერიტორიების შეწამვლა, რათა თავიდან აიცილონ მოსალოდნელი საფრთხეები.

ახალი ამბები