კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა დაიწყო ახალი პროექტი პატიმრებისთვის

17 ივნისი, 2015
 
ადამიანის უფლებათა ცენტრმა დაიწყო ახალი პროექტი „ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის დანერგვა პატიმართათვის საქართველოში“

პროექტი, რომლის მიზანია პატიმართა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა, რუსთავის #16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განხორციელდება. 

პროექტის თანახმად, 1 ივლისიდან 1 ოქტომბრამდე თიხის დამუშავების სპეციალისტი პატიმრებს შეასწავლის თიხაზე მუშაობას. პროექტში ასევე ჩაერთვება თერაპევტი. ისინი ერთად დაგეგმავენ კურსებს და იმოქმედებენ კოოორდინირებულად, რათა თიხაზე მუშაობის პროცესს, შრომითი უნარ-ჩვევების გამომუშავების გარდა,  პატიმრებისთვის შრომითი თერაპიის ფუნქციაც ჰქოდეს. 

თიხაზე მუშაობის პროცესში მოხდება პატიმართა განმუხტვა, თვითგამორკვევა და კრეატულობის განვითარება. პატიმრები დაეუფლებიან ხელობას და დამოუკიდებლად შექმნიან სასურველ ნაკეთობებს. ციხის დატოვების შემდეგ მათ დასაქმების უფრო მეტი შანსი ექნებათ. 

პროექტში ასევე ჩაერთვება სასჯელაღსრულების დაწესებულების შერჩეული კადრი, რომელიც დაესწრება კურსებს და შეისწავლის თიხაზე მუშაობას, რათა მომავალში თავად შეასწავლოს პატიმრებს ეს ოსტატობა. 

პროექტის დასრულების შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებას საკუთრებაში გადაეცემა პროექტის ფარგლებში შეძენილი იგივე რაოდენობის მასალა (თიხა). სასჯელაღსრულების დაწესებულებას ასევე გადაეცემა თიხის ამოსაყვანი შესაბამისი მოწყობილობა.

პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ფონდის - გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში.

ადამიანის უფლებათა ცენტრი
 

ახალი ამბები