კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ერგნეთში ქართულ მხარესა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

26 ივნისი, 2015
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში გამართული რიგით 56-ე შეხვედრა ოსური მხარის ბრალდებით დაიწყო. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა ქართული მხარე გააფრთხილეს, რომ პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად საქართველოს ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან დგანან, ოკუპირებულ ტერიტორიზე გადასვლისგან  თავი შეიკავონ,   წინააღმდეგ შემთხვევაში, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობის დელეგაციის ხელმძღვანელი ხოხ გაგლოითი შეიარაღებულ დაპირისპირებას   არ გამორიცხავს. 

შსს თანმშრომლები ოკუპირებული ტერიტორიის, დიცის მინდვრებს მაშინ მიუხალოვდნენ, როდესაც რუსმა  ე.წ. „მესაზღვრეებმა“  36 წლის გოჩა ბერუაშვილი დააკვეს, რომელიც აღნიშნული ტერიტორიაზე ტრაქტორით გადაადგილდებოდა.  რუსმა სამხედროებმა ბერუაშვილთან ერთად ტრაქტორიც წაიყვანეს.   

 შეხვედრაზე  ქართულმა მხარემ გამყოფი ხაზის დაღვევის ბრალდებით დაკავებული   გოჩა ბერუაშვილის და ცხინვალის იზოლატორში დარჩენილი კიდევ  6 მოქალაქის გათავისუფლების საკითხიც დააყენა.  ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის დელეგაციის ხელმძღვანელმა ხოხ გაგლოითმა განაცხდა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამყოფი ხაზის უკანონოდ გადახალვის ბრალდებით დაკავებული საქართველოს 20 მოქალაქედან 18 ცხინვალის სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. 
 „სამხრეთ ოსეთის ტერიტორია მავთულხლართებით იწყება, მისი გადაკვეთა კი დამოუკიდებელი საზღვრის გადაკვეთას ნიშნავს. ბოლო ერთი თვის მანძილზე საზღვრის დარღვევისთვის 20 ადამიანი დააკავეს, აქედან 18 მათგანი ჯარიმის საფუძველზე გავათავისუფლეთ“,- განაცხადა სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ხოხ გაგლოითმა.

შეხვედრაზე, ჰუმანიტარულ საკითხების განხილვამდე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა სადერმაკაციო სამუშაოების შეჩერება მოითხოვეს, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მიმდინარეობს.  ოსური მხარის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე განცხადეს, რომ 2013 წლის შემდეგ საზღვრის სადერმაკაციო სამუშაოები მავთულხლართების შემოსაზღვრის გზით შეჩერებულია. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლის ამ განცხადებას  საქართელოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი გამოეხმაურა.

,,საინტერესო პასუხი მივიღეთ, თითქოს, 2013 წლის შემდეგ მავთულხლართებს არ ამონტაჟებენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ ამის დამადსტურებელი დოკუმენტური მასალა გვაქვს, რომ ფრაგმენტულად მაინც გრძელდება ეს პროცესი“,- აღნიშნა შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შალვა ენუქიძემ.

თემა, რომელზეც ორივე მხარე შეთანხმდა, ტირიფონის სარწყავ არხს ეხებოდა, რომლითაც წყალი გორის რაიონსა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ სოფლებს მიეწოდება. არხის იმ ნაწილის გაწმენდა, რომელიც არაკონტროლირებად ტერიტორიაზეა, პასუხსიმგებლობა სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა აიღეს, სანაცვლოდ კი, ქართული მხარე სარწყავ წყალს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ სოფლებს მიაწოდებს.

ახალი ამბები