კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისში „ააიპ“-ების თანამშრომლებისთვის გამოცხადებულ ატესტაციას აპროტესტებენ

26 ივნისი, 2015
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული „ააიპ“-ის თანამშრომლებს დაკავებული პოზიციების შესანარჩუნებლად ატესტაციის გავლა მოუწევთ. ატესტაციის ჩატარების წესი ქუთაისის საკრებულომ უკვე დაამტკიცა.

მერიის ინიციატივას არ ეთანხმება ქუთაისის საკრებულოს კოალიცია „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნატო ქათამაძე. მისი განმარტებით: „ატესტაცია-კონკურსის ჩატარების აუცილებლობა არ არსებობს. აქ, პირველ რიგში, გაბერილი შტატებია გადასახედი. ადამიანები სამსახურში არ დადიან და ხელფასს პენსიასავით იღებენ. რა საჭიროა ატესტაცია, ან კონკურსი, ან ხალხისთვის თვალის ახვევა, რომ ქუთაისის მერია სამსახურებში მხოლოდ კონკურსის გზით მოსულ ადამიანებს ასაქმებს?! სინამდვილეში ყველამ იცის, რაც ხდება. ამის მაგალითად მერიის სხვადასხვა სამსახურში განხორციელებული ატესტაცია-კონკურსები გავიხსენოთ, როცა ღირსეული კონკურსანტები დაუსაქმებელი დარჩნენ, დაბალქულიანებმა კი, ვინც ზღვარი ძლივს გადალახეს, სხვადასხვა პოზიციებზე დასაქმდნენ“.

ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ატესტაცია-კონკურსს მხარს არ უჭერენ არც საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. მათი განმარტებით:  „ქალაქის ხელისუფლებამ ეს ხერხი აღნიშნულ სამსახურში „პოლიტიკური წმენდის“ განხორციელებისთვის გამოიგონა“.

ახალი ამბები