ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო სამართლისა და შედარებითი კონსტიტუციური სამართლის ექსპერტის პოზიციაზე, რომელიც განახორციელებს კვლევას და შეისწავლის შეწყალების მექანიზმის უცხოურ მოდელებს. ვაკანსია ცხადდება ადამიანის უფლებათა ცენტრის ახალი პროექტის, „შეწყალების მექანიზმის კვლევა საქართველოში“ ფარგლებში, რომლის მიზანია შეწყალების მექანიზმის გამჭვირვალე და ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობა.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 2015 წლის 22 ივლისი, 18 საათი
ადგილმდებარეობა: თბილისი
განაკვეთი: არასაოფისე სამუშაო
ჰონორარი(ჯამში): 1500 ამერიკული დოლარის ექვივალენტი ლარებში (დარიცხული)
ხანგრძლივობა: 3 თვე
მოთხოვნები:
• უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხის საერთაშორისო სამართლის ან შედარებითი კონსტიტუციური სამართლის კუთხით);
• საერთაშორისო სამართლისა და შედარებითი კონსტიტუციური სამართლის საკითხების კვლევის გამოცდილება;
• ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV და თქვენს მიერ მომზადებული კვლევის ერთ-ერთი ნიმუში, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
hridc@hridc.org
დოკუმენტების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 22 ივლისი, 18 საათი. გთხოვთ ელექტრონულ მეილში მიუთითოთ პოზიცია რაზეც აგზავნით განაცხადს.