კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ლიტერატურა ნდობის აღდგენისათვის“

9 ივლისი, 2015
 
ნათია გოგოლაშვილი

7 ივლისს, ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამართა საჯარო დისკუსია - „ლიტერატურა ნდობის აღდგენისათვის“. დისკუსიამდე გაიმართა ქართველი, ოსი და აფხაზი მწერლების მოთხრობების ერთობლივი კრებულის პრეზენტაცია და სტამბოლის პენ მარათონის თაობაზე გადაღებული ფილმის ჩვენება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის თქმით, ლიტერატურას ხალხებს შორის დამოკიდებულების შეცვლა შეუძლია: „ლიტერატურა და ხელოვნება არის ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოში ორი გაყინული კონფლიქტი არსებობს. ქართველ, აფხაზ და ოს ხალხებს შორის არ არსებობს ნდობა. ამ კონფლიქტებმა მოახდინეს სიძულვილის გაზრდა ხალხებს შორის და ლიტერატურას ძალიან ბევრი რამის შეცვლა შეუძლია“.

„პირველი ნაბიჯი“ - ასე ჰქვია კრებულს, რომელიც ქართველი, ოსი და აფხაზი მწერლების მოთხრობებს აერთიანებს. კრებულში 8 მოთხრობა შედის. წიგნი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით გამოიცა. მწერლებმა 2014 წლის შემოდგომაზე გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სტამბოლში ერთმანეთს ომის პერიოდის ამბები გაუზიარეს. ქართველმა, ოსმა და აფხაზმა ავტორებმა კოლეგების ნაამბობი საკუთარი ამბებივით გაითავისეს და ლიტერატურულ ტექსტებში პირველ პირში აღწერეს.

 „გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მანდატი და მიმართულება არის ქალთა როლი მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში. ამ მიმართულების უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს ნდობის აღდგენისკენ მიმართული საქმიანობები. შესაბამისად, ჩვენი პროექტების ეგიდით ჩატარდა არაერთი შეხვედრა ოს და აფხაზ კოლეგებთან. შარშან გაჩნდა იდეა, რომ ჩატარებულიყო პენ მარათონი, სადაც ქართველი, აფხაზი და ოსი მწერლები შეხვდებოდნენ ერთმანეთს, შეძლებდნენ აზრების გაცვლას და შემდეგ ერთობლივ ნაწარმოებებს დაწერდნენ“, - განაცხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომედგენელმა ხათუნა კუნჭულიამ.

მწერალი დათო ტურაშვილი პენ მარათონის ერთ-ერთი მონაწილე იყო. მისი აზრით, უპირველესად, ადამიანები უნდა დავიბრუნოთ, ამისათვის კი ლიტერატურასა და ხელოვნებას ძლიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

„პირადად ვმონაწილეობდი, ძალიან კარგი იდეა იყო და კარგად განხორციელდა, შევხვდით აფხაზ და ოს მწერლებს და, რაც მთავარია, ამ შეხვედრას ჰქონდა კონკრეტული შედეგი, გამოვიდა რამდენიმე ერთობლივი პროზაული კრებული. ბოლო კრებული იყო განსაკუთრებული, რადგან ჩვენ ერთმანეთის ისტორიები დავწერეთ, მე დავწერე აფხაზური ისტორია. ამ ექსპერიმენტით საშუალება გვქონდა, ერთმანეთის პრობლემებისთვის სხვა თვალით შეგვეხედა. მე ვფიქრობ, რომ ლიტერატურასა და ხელოვნებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა დავიბრუნოთ ადამიანები. თუ ადამიანებს დავიბრუნებთ, მერე ყველაფერს დავიბრუნებთ“, - განაცხადა დათო ტურაშვილმა.

 „სწორედ ლიტერატურული ნაწარმოებებით გადმოიცემა ხოლმე განწყობა, ომის შეფასება.დღეს ჩვენ ვართ  მომსწრე შესანიშნავი კრებულების პრეზენტაციის, სადაც ქართველი და აფხაზი, ქართველი და ოსი მწერლების ნამუშევრები ერთადაა დაბეჭდილი. ისინი გვიამბობენ თავიანთ ხედვებზე, ომზე, კონფლიქტურ სიტუაციასა და დღევანდელ ცხოვრებაზე“, - განაცხადა მწერალმა გურამ ოდიშარიამ.

საჯარო დისკუსია ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის პროექტის - „კოალიცია ნდობის აღდგენისათვის“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტის მხარდამჭერია ევროკომისია და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
 

ახალი ამბები