კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა საზაფხულო სკოლა

14 ივლისი, 2015
 
2015 წლის 10 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ადამიანის უფლებების საზაფხულო სკოლა გაიხსნა. ადამიანის უფლებების საზაფხულო სკოლა 7-დღიანი საგანმანათლებლო პროგრამაა, რომლის მიზანია, ახალგაზრდები საქართველოს რეგიონებიდან აღჭურვოს ადამიანის უფლებების შესახებ საბაზისო განათლებით.

საზაფხულო სკოლა სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ პაატა ბელთაძემ გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში ომბუდსმენის მოადგილემ ხაზი გაუსვა ახალგაზრდების როლს ინკლუზიური საზოგადოებისა და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში, მშვიდობიანი თანაარსებობისა და თანასწორობის, ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებაში.

"თითოეულ თქვენგანს უნდა ესმოდეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი აქტიური მონაწილეობა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა პატივსცემაზე დაფუძნებული დემოკრატიული ინსტიტუციების მშენებლობაში. სწორედ თქვენ შეგიძლიათ გადამწყვეტი როლი შეასრულოთ სტერეოტიპებისგან, სტიგმებისგან ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შექმნაში, სადაც სხვადასხვა უმცირესობები მშვიდობიანად თანაცხოვრობენ და აქვთ შესაძლებლობა სრულფასოვნად მონაწილეობდნენ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. სწორედ აქ მიღებული ცოდნა უნდა გაუზიაროთ თქვენს თანატოლებს რეგიონებში, რათა მაღალი სამოქალაქო თვითშეგნებით შეძლოთ წვლილი შეიტანოთ ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტების ჩამოყალიბებაში" –განაცხადა სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ პაატა ბელთაძემ.

სკოლის ფარგლებში გაიმართება ფორმალური ტრენინგები და თემატური ლექციები. მონაწილეები მიიღებენ საბაზისო ცოდნას ადამიანის უფლებების, დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობის, კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციისა და სამოქალაქო აქტივობის შესახებ.

პროგრამა მოიცავს ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ პრინციპებს, სამოქალაქო აქტივობასა და ადამიანის უფლებებს, კონფლიქტის სენსიტიურობას; ასევე სემინარებსა და დისკუსიებს. ცნობილი ქართველი უფლებადამცველები და ექსპერტები, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები ჩაატარებენ სემინარებს იძულებით გადაადგილებული პირების უფლებებზე, ტოლერანტობასა და დისკრიმინაციაზე. განიხილავენ კონკრეტულ მაგალითებს, რაც დაეხმარება მონაწილეებს, სრულად გაიაზრონ ადამიანის უფლებების დარღვევის და ძალადობის ფაქტები საკუთარ თემში.

საზაფხულო სკოლის მსმენელები არიან 15-20 წლის ახალგაზრდები შიდა ქართლის, სამეგრელოს, ასევე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებიდან.

პროექტი დაფინანსებულია ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო), ეროვნული უმცირესობების საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ (OSCE HCNM).

ახალი ამბები