კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საკრებულოს გადაწყვეტილებას ,,თავისუფალი დემოკრატები“ სასამართლოში გაასაჩივრებენ

23 ივლისი, 2015
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20 ივლისის სხდომის დღის წესრგით გათვალისწინებულ საკითხებს შორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გადაყენებაც იყო. თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან .,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, გიორგი ცხადიაშვილი 18 ხმით გადაირჩიეს. ცხადიაშვილის გადაყენებას საკრებულოს ცხრა დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი.

თავად ცხადიაშვილი მის თანამდებობიდან გადაყენებას პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს და საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში აპირებს.
 „ჩემი თანამდებობიდან გადაყენება პოლიტიკური ნიშნით მოხდა, რადგან თვე-ნახევრის წინ საკრებულოს თავმჯდომარემ მითხრა, თუ პარტია „თავისუფალ დემოკრატებს“ დავტოვებდი და კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი გავხდებოდი, შევინარჩუნებდი დაკავებულ პოსტს“,- აღნიშნა გიორგი ცხადიაშვილმა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაჟა შუბითიძე ყოფილი მოადგილის ბრალდებებს პასუხობს. მისი თქმით, ცხადიაშვილს ჰქონდა ქარელის საკრებულოს მაგალითი, როდესაც თავმჯდომარის მოადგილე პარტია „თავისუფალი დემოკრატებიდან“ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ გადავიდა, მან დაკავებული პოსტი შეინარჩუნა.

პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლის, ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით,პოლიტიკური დევნის მორიგი ფაქტი ხაშურში დაფიქსირდა.

„საიას“ რეგიონულ ორაგანიზაციაში აცხადებენ, რომ როდესაც თანამდებობის პირის გათავისუფლების მიზეზი არ სახელდება, ეს ფაქტი კითხვებს აჩენს. 

„თუ თანამდებობა პოლიტიკური ნიშნით დაატოვებინეს გიორგი ცხადიაშვილს, მაშინ ეს კანონის მიხედვით პირდაპირი დისკრიმინაციაა“,- განაცხადა „საიას“ რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ქეთი ბებიაშვილმა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თავმჯდომარის ახალი მოადგილის არჩევას უახლოეს სხდომაზე უყრიან კენჭს. 

ახალი ამბები