კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კოალიციის მოსაზრებები “პროკურატურის შესახებ” კანონის პროექტის განახლებულ ვერსიაზე

23 ივლისი, 2015
 
როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტრომ დაასრულა მუშაობა “პროკურატურის შესახებ” კანონის პროექტში ვენეციის კომისიის რიგი რეკომენდაციების ასახვაზე. აღსანიშვანია, რომ ვენეციის კომისიის მიერ მომზადებული ვრცელი დასკვნა, რომელიც არსებითად იზიარებდა კოალიციის არაერთ მოსაზრებას, მიუთითებდა კანონპროექტის არსებითი გადამუშავების საჭიროებაზე. დასკვნაში მწვავედ და კრიტიკულად იყო შეფასებული კანონპროექტის ავტორთა არაერთი ინიციატივა.  

მთავრობის მიერ კანონპროექტის გადამუშავებულ ვერსიაში გაზიარებული ცალკეული რეკომენდაციების მიუხედავად, ცვლილებების სულისკვეთება და მიმართულება არსებითად არ შეცვლილა. ამდენად, კოალიციას მიაჩნია, რომ კვლავ რჩება არაერთი ინსტიტუციური გამოწვევა პროკურატურის სისტემის სრული დეპოლიტიზირების გზაზე.

- კანონპროექტის ახალი რედაქციის ძირითად ცვლილებას წარმოადგენს საპროკურორო საბჭოს შემადგენლობა და მისი დაკომპლექტების წესი. საბჭოს შემადგენლობა იზრდება 15 წევრამდე (იუსტიციის მინისტრი, 8 პროკურორი, 2 მოსამართლე, 2 პარლამენტის წევრი, 2 პარლამენტის მიერ არჩეული არაპროკურორი წევრი). წესდება კვოტა საპარლამენტო უმცირესობისთვის. პარლამენტი კვლავ სრული შემადგენლობის უმრავლესობით შეარჩევს საბჭოს ორ არაპროკურორ წევრს. 

- მთავარი პროკურორობის კანდიდატის პირველადი ნომინირების უფლებამოსილება უნარჩუნდება იუსტიციის მინისტრს. თუმცა, მინისტრი ერთის ნაცვლად მოახდენს მინიმუმ სამი კანდიდატის ნომინირებას. კანდიდატთა შერჩევის წინ კი ის სავალდებულო კონსულტაციებს გაივლის პროფესიულ წრეებთან. თუმცა კონსულტაციების ზოგადი პროცედურები, ვადები და პრინციპები შემოთავაზებულ რედაქციაში არაა განსაზღვრული; არ არის გათვალისწინებული ვენეციის კომისიის რეკომენდაცია მთავარი პროკურორის კანდიდატის შერჩევის ობიექტური კრიტერიუმების დადგენასთან დაკავშირებით, რაც უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი  თანამდებობის პირისთვის საჭირო მაღალ პროფესიულ სტანდარტს და რაც, ამავე დროს, მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის დეპოლიტიზირების ერთ-ერთი გზაა.    

- Ad hoc პროკურორის დანიშვნის საკითხის ინიცირების უფლება ენიჭება საბჭოს თითოეულ წევრს. საკითხზე გადაწყვეტილებას კი საბჭოს წევრთა 2/3-ის ნაცვლად, სრული შემადგენლობის უმრავლესობა მიიღებს. მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის განხილვაში მონაწილეობას აღარ მიიღებს მთავრობა. სამწუხაროდ, ამ პროცესში კვლავ არ მონაწილეობს სასამართლო ხელისუფლება, რაც ასუსტებს მთავარი პროკურორის დაცვის გარანტიებს.
კოალიციას მიაჩნია, რომ კანონპროექტში განხორციელებული ცვლილებები ემსახურება დოკუმენტის ტექნიკურ გაუმჯობესებას და ის ვერ ცვლის კანონპროექტის ძირითად ხარვეზს - პროკურატურის სისტემაზე პოლიტიკური გავლენის შენარჩუნების რისკს.არ არის გათვალისწინებული ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები - მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესზე მმართველი პოლიტიკური ძალის ზეგავლენის შემცირება და საპროკურორო საბჭოში იუსტიციის მინისტრის დომინანტური როლის შემცირება/დაბალანსება; საპროკურორო საბჭოს ინსტიტუციური სტატუსის განსაზღვრა იმგვარად რომ ის არ შედიოდეს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში. ამდენად, განხორციელებული ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს მთავრობის მიერ პროცესის საწყის ეტაპზე გაჟღერებული მიზნების მიღწევას, რასაც სისტემური და ფუნდამენტური ინსტიტუციური ცვლილებების განხორციელება ესაჭიროება. 

გასათვალისწინებელია ის ვალდებულებებიც, რაც ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით აქვს აღებული, მათ შორის, პროკურატურის სისტემის სათანადო კონსტიტუციური მოწყობის განსაზღვრა.  საბოლოო და შესაფერისი კონსტიტუციური წყობის ჩამოყალიბების საჭიროებაზე ასევე საუბარია თომას ჰამარბერგის ანგარიშში.  

აღსანიშნავია, რომ კოალიცია ასევე საუბრობდა პროკურატურის რეფორმის პროცესში კონსტიტუციური ცვლილებების საჭიროებაზე,  რაც სამწუხაროდ არ გახდა ხელისუფლების მხრიდან რაციონალური მსჯელობის საგანი. ხელისუფლების არგუმენტები კონსტიტუციური ცვლილებების საწინააღმდეგოდ მხოლოდ არასაკმარისი ხმების რაოდენობაზე მითითებით შემოიფარგლა.  

ამ ეტაპზე უკვე ცნობილია, რომ ოპოზიციური ფრაქციები პარლამენტში გამოხატავენ მზადყოფნას მხარი დაუჭირონ კონსტიტუციურ ცვლილებებს მთავარი პროკურორის შერჩევა-დანიშვნის ნაწილში, რაც მიუთითებს პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის რეალურ შესაძლებლობაზე ხელისუფლების მხრიდან ნათელი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში. 

კოალიციას სურს კვლავ მიაქციოს ხელისუფლების ყურადღება პროკურატურის სისტემის ძირეულ პრობლემაზე, რაც მის სუსტ ინსტიტუციურ და ფუნქციურ დამოუკიდებლობაში მდგომარეობს და რასაც მის მუშაობაზე პოლიტიკური გავლენების შესაძლებლობები განაპირობებს. ამ პირობებში, კოალიცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რეალური, სისტემური რეფორმის მნიშვნელობას, რის საფუძველსაც, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებასთან ერთად, შექმნის კონსტიტუციური ჩარჩოს ცვლილება და ამ მიმართულებით ხელისუფლების მიერ პოლიტიკური მზადყოფნის გამოხატვა.

კოალიციის წევრები:

  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • მრავალეროვანი საქართველო
  • საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია
  • სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
  • საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის
  • ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი
  • ლიბერალი
  • კონსტიტუციური უფლებების დაცვის ცენტრი
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისოსაზოგადოება
  • კავშირი ”21-ე საუკუნე”
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
  • დემოკრატ მესხთა კავშირი
  • თავისუფლების ინსტიტუტი
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია 
  • სამოქალაქო განვითარებისსააგენტო
  • საქართველოს გაეროსასოციაცია
  • ევროპის იურისტსტუდენტთა ასოციაცია
  • სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
  • ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
  • დემოკრატიის ინსტიტუტი
  • ამერიკის სავაჭრო პალატა
  • ევრაზიის თანამშრომლობისფონდი
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • ადამიანისუფლებათაპრიორიტეტი
  • თბილისის მედია კლუბი
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
  • იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი
  • სამოქალაქოჩართულობისინსტიტუტი
  • საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია
  • საქართველოსახალგაზრდაეკონომისტთაასოციაცია
  • საქართველოს ევროპული არჩევანი
  • ლიბერალური აკადემია თბილისი
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის


ახალი ამბები