კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მრგვალი მაგიდა რეპატრირებული მესხების ბინადრობის პრობლემებზე

24 ივლისი, 2015
 
ნინო ქიმაძე

13 ივლისს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადგენლებმა რეპატრირებული მესხების ბინადრობის პრობლემებთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გამართეს. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი სამართლებრივ დახმარებას უწევს იუნუს არიფოვსა და დილარა არიფოვას, რომელთა ბინადრობის შესახებ უფლებადამცველთა მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავმჯდომარის, ნინო ელბაქიძის განცხადებით, რეპატრირებულ მესხებს სამართლებრივი პრობლემების გარდა სოციალური პრობლემებიც აქვთ. 

გამგეობის თავმჯდომარის თქმით, არსებობს საკანონმდებლო ხარვეზი და სასამართლო პრაქტიკაც უძლურია. ელბაქიძე მიჩნევს, რომ ამ ადამიანების მხარდამჭერი სასამართლო გადაწყვეტილება პრაქტიკულად არ არსებობს. 

სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტის“ თავმჯდომარის, ცირა მესხიშვილის განცხადებით, საქართველოში რეპატრიაციის პროცესი, ფაქტობრივად, არ მიმდინარეობს. მისი თქმით, რეპატრიაცია რთული და ხანგრძლივი პროცესია. 

ასოციაცია „ტოლერანტის“ ინფორმაციით, საქართველოში მცხოვრებ 140 რეპატრირებულ მესხს ბინადრობის პრობლემები აქვს, აქედან 52 მათგანი სამცხე-ჯავახეთში ცხოვრობს.

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, რეპატრიაციის პროცესი 2012 წლმდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა სტატუსის მაძიებელთა რიცხვი კვლავ დიდია. დევნილთა სამინისტროში, ამჟამად, 5000-ზე მეტი განცხადებაა რეპატრიანტის სტატუსის მოთხოვნით.

სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ რეპატრიაციის პროცესისთვის გარკვეული ვადები უნდა არსებობდეს, რაც ბევრად გაამარტივებდა ამ პრობლემას.

ახალი ამბები