კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უბინაოდ დარჩენილი მოქალაქე

24 ივლისი, 2015
 
 
ნინო ქიმაძე

„1992 წელს სოხუმიდან თბილისში ჩამოვედით და დანაზოგით ავლაბარში, აბდუშელიშვილის ქუჩაზე 249 კვ.მ. ფართის ბინა 3 000 დოლარად ვიყიდეთ. 2004 წელს, საპრეზიდენტო რეზიდენციის მშენებლობის გამო, ბინა უკანონონ, კომპენსაციის გარეშე გაგვისხვისეს“,- აცხადებს humanrights.ge -სთან საუბარში იზა გვაჯაიამ.

გვაჯაიას თქმით, 1992 წელს დევნილებზე ბინის გაფორმება შეუძლებელი იყო, ამიტომ მან ყოფილი მეპატრონისგან, ლუდმილა ზარიცკაიასგან მინდობილობა აიღო. 1993 წელს მინდობილობის ვადის გასაგრძელებლად გვაჯაია კრასნოდარის მხარეში ზარიცკაიასთან ჩავიდა და ყოფილ მფლობელს ორი მინდობილობა - ერთი პრივატიზაციის გასაკეთებლად და მეორე ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად  - გამოართვა. გვაჯაიასვე თქმით, რადგან ნასყიდობის გასაფორმებლად დევნილის სტატუსის დაკარგვა იყო საჭირო, მან ბინის ყოფილი მეპატრონის სახელზე დატოვება არჩია.

2004 წელს, როდესაც აბდუშელიშვილის ქუჩაზე საპრეზიდენტო რეზიდენციის მშენებლობა გადაწყდა, საჭირო გახდა მინდობილობის განახლება, რადგან 1993 წელს გაკეთებულ მინდობილობას ვადა ჰქონდა გასული. 

იზა გვაჯაიას განცხადებით, მან ნდობით აღჭურვილ პირს, მამუკა ტყებუჩავას 150 დოლარი მისცა და კრასნოდარის მხარეში გააგზავნა. გვაჯაიამ სამ დღეში მიიღო მინდობილობა და ბინის გასაფორმებლად მოთხოვნა შეიტანა.

„მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ მამუკა ტყებუჩავას ყოფილი პოლიციელი, ზურაბ ოთარაშვილი და კაზინოებისა და ტოტალიზატორების მფლობელი, გელა ძიძიკაშვილი დაუკავშირდნენ, რომელთაც სურდათ, თაღლითური გზით წაერთმიათ ქონება ჩემი ოჯახისთვის“, - აღნიშნა იზა გვაჯაიამ.

გვაჯაიას თქმით, ძიძიკაშვილი და ოთარაშვილი მამუკა ტყებუჩავას გეგმის განხორციელების სანაცვლოდ ბევრ ფულს შეჰპირდნენ. ტყებუჩავამ თავის მიერ ჩამოტანილი მინდობილობა მოიპარა და ხელახლა გაეგმზავრა ზარიცკაიასთან, რომელსაც ახალი მინდობილობა ზურაბ ოთარაშვილის სახელზე მოტყუებით გამოართვა. აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე ზურაბ ოთარაშვილმა იზა გვაჯაიას კუთვნილი ქონება მამუკა ტყებუჩავას სახელზე დაარეგისტრირა. 

მიუხედავად იმისა, რომ ლუდმილა ზარიცკაიამ იზა გვაჯაიას სასარგებლოდ ხუთჯერ მისცა ჩვენება, პროკურატურამ ეს არ გაითვალისწინა და ბინა დააყადაღა.

2007 წლის 21 დეკემბრის სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, იზა გვაჯაიას საცხოვრებელი ბინა კვლავ ლუდმილა ზარიცკაიას სახელზე აღირიცხა. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, თბილისის მერიას იზა გვაჯაიასთვის 595 000 დოლარის ოდენობით კომპენსაციის გადახდა დაევალა. თუმცა, თანხა დღემდე არ ჩაურიცხავთ. 

2014 წელს იზა გვაჯაიამ დახმარების თხოვნით მერობის კანდიდატს, დავით ნარმანიას მიმართა, რომელმაც აუდიტის სამსახურის ამჟამინდელ უფროსს, ბადრი გიორგიძეს დაავალა საქმის შესწავლა. ბადრი გიორგიძემ გვაჯაიას დახმარება აღუთქვა და, ნარმანიასთან ერთად, საშუამდგომლოდ პრემიერ-მინისტრს მიმართა.  დაზარალებულის ადვოკატის, მარიამ ნეფარიძის განცხადებით, აღნიშნული წერილი ვაკე-საბურთალოს პროკურატურაში ნიკოლოზ სანიკიძეს გადაეცა განსახილველად და ამის შემდგომ აღძრული პროცესი შეჩერდა. Humanrights.ge-მ სანიკიძესთან დაკავშირება რამდენჯერმე სცადა, თუმცა უშედეგოდ. 

ბადრი გიორგიძის განცხადებით, აღნიშნული საკითხის მოგვარება პროკურატურის მოვალეობაა, რაზეც მერია პასუხს არ აგებს. გიორგიძის თქმით, თბილისის მერია ყოველთვიურად უხდის იზა გვაჯაიას ოჯახს ბინის ქირას დროებითი თავშესაფრის უზრუნველსაყოფად. 

გვაჯაიას ადვოკატის, მარიამ ნეფარიძის ინფორმაციით, ამჟამად გვაჯაიას საქმის გამოძიება პროკურორ, გურამ ოქრუაშვილს აქვს დავალებული. გურამ ოქრუაშვილის განცხადებით კი, აღნიშნული საქმე თბილისის პროკურატურას გადაეცა განსახილვევლად.

დაზარალებული იზა გვაჯაია საქმის განხილვასა და საბოლოო განაჩენის გამოტანას ამ დრომდე ელოდება.

ახალი ამბები