კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის მერიისა და თავდაცვის სამინისტროს შეთანახმება

31 ივლისი, 2015
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

28 ივლისს, გორში, სამხედრო პოლიგონის მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლებმა სასროლეთის გადატანის მოთხოვნით აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, წვრთნების დროს წარმოქმნილმა ბიძგებმა ვერხვების დასახლებაში მცხოვრებ დევნილების კოტეჯების კედლებზე ბზარები გააჩინა.

„2009 წელს პოლიგონის გადატანის მოთხოვნით ხელმოწერები შევაგროვეთ და თავდაცვის სამინისტროში გავაგზავნეთ, თუმცა იქიდან უარყოფითი პასუხი მოგვივიდა. მას შემდეგ სულ წერილებს ვაგზავნით, მაგრამ რეაგირება არ არის“,- განაცხადა ვერხვების დასახლებაში მცხოვრებმა დალი ქონიაშვილმა.

აქციის მონაწილეებს გორის მერიის წარმომადგენელი სოსო მინდიაშვილი შეხვდა. მან შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდა და განუცხადა,  რომ გორის მერიასა და თავდაცვის სამინისტროს შორის შეთანხმება შედგა: „ხვალიდან აიკრძალება მსხვილკალიბრიანი იარაღიდან სროლა“.

მერიის წარმომადგენლის ამ   განცხადებიდან ორი დღის შემდეგ სროლები კვლავ განახლდა, მათ შორის მსხვილკალიბრიანი იარაღიდან. მოსახლეობამ კვლავ პროტესტი გამოთქვა და ქალაქის ხელისუფლებას დანაპირების შესრულება მოსთხოვა.

 „დაგვპირდნენ რომ დღეს სროლები არ უნდა ყოფილიყო, თუმცა დილიდან კვლავ ისმის აფეთქების ხმა. სახლში ყველაფერი ზანზარებს, კედლებს ბზარები გაუჩნდა. პატრონი არავინ გვყავს“, - აღნიშნა  ადგილობრივმა ლენა ქამხაძემ.

გორის მერიამ სამხედროების მიერ საწვრთნელი ვარჯიშების და სროლების განახლების შემდეგ    განცხადება გაავრცელა, რომლის  მიხედვით,   30 ივლისიდან გორის სამხედრო პოლიგონზე მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენება შეიზღუდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა  შეხვედრისას გააცნეს.  

ახალი ამბები