კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის სარჩელი დაკმაყოფილდა

31 ივლისი, 2015
 
22 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ცენტრის სარჩელი დაკმაყოფილდა. სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია დავით ნადირაშვილისა და კახა სიმონიძის სამსახურიდან გათავისუფლება და გააუქმა მათი გათავისუფლების ბრძანებები. კახა სიმონიძე და დავით ნადირაშვილი სამსახურში აღადგინეს და სს „თელასს“ მათ სასარგებლოდ იძულებითი განცდურის - 100 000 ლარამდე ანაზღაურება დაეკისრა.

2014 წლის 9 სექტემბერს, სს ,,თელასის“  გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა სს ,,თელასის“ შიდა აქტებისა და საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით, დაკავებული თანამდებობებიდან უკანონოდ გაათავისუფლა სს ,,თელასის“   ეკონომიკური უსაფრთხოებისა და დაცვის სამმართველოს უფროსი დავით ნადირაშვილი და ამავე სამსახურის ანალიტიკოსი კახა სიმონიძე. განთავისუფლების მოტივად დამსაქმებელმა მიუთითა სამსახურეობრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის თამარ ავალიანის მიერ  საქმის შესწავლის შედეგად, გამოიკვეთა, რომ აღნიშნული პირები სამსახურიდან გათავისუფლებულნი იყვნენ საქართველოს შრომის კანონმდებლობის უხეში დარღვევით.
2014 წლის სექტემბრის თვეში, ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატმა თამარ ავალიანმა, როგორც დავით ნადირაშვილისა და კახა სიმონიძის წარმომადგენელმა, სარჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და მოითხოვა მოსარჩელეების - დავით ნადირაშვილისა და კახა სიმონიძის სამსახურში აღდგენა და დაკავებული თანამდებობებიდან  უკანონო გათავისუფლებისთვის განაცდურის ანაზღაურება. 2015 წლის 22 ივლისს  სასამართლომ ადამიანის უფლებათა ცენტრის სარჩელი დააკმაყოფილა.

ახალი ამბები