კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით მსჯავრდებული პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლდა

7 აგვისტო, 2015
 
ნათია გოგოლაშვილი

2015 წლის 1 ივლისს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველ ადგილობრივ საბჭოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდებული ლ. რ. სასჯელის შემდგომი მოხდისაგან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლდა.

„სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გავატარე  სამი წელი და ორი თვე. ვიჯექი ბრალის არაღიარებით, სისხლის სამართლის კოდექსის  180-ე მუხლით მქონდა ბრალი წარდგენილი.  ვადაზე ადრე გათავისუფლება შემეხო ამა წლის 1 ივლისს. მოვიდა კომისია, ზეპირი მოსმენა გავიარე და ჩვენი საუბრის  შედეგია ის, რომ მე დღეს გარეთ ვარ. დიდი მადლობას ვუხდი ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას, რადგან მათ ძალიან გულისყურით მომისმინეს. ჩემი საქმის მიმართ გულისხმიერება გაოიჩინეს, ვიგრძენი მათი ადამიანური თანადგომა“, - განაცხადა humanrights.ge-სთან საუბრისას გათავისუფლებულმა მსჯავრდებულმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველ ადგილობრივ საბჭოს, ლ. რ.-ს  პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების თხოვნით, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა თამარ ლუკავამ მიმართა.

„მსჯავრდებულ ლ.რ.-ს საქმეზე, ორგანიზაციის სახელით, მიმდინარე წლის 24 ივნისს გავაგზავნე შუამდგომლობა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველ ადგილობრივ საბჭოში. შუამდგომლობით ვითხოვდი მსჯავრდებულის სასჯელისგან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებას, ვინაიდან იგი სრულად აკმაყოფილებდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის მესამე ნაწილის, საქართველოს კანონის-პატიმრობის კოდექსის მე-40 მუხლის, 42-ე მუხლისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს  №151-ე ბრძანების მე-12 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს“, - განაცხადა თამარ ლუკავამ.

აღნიშნული სტატია გამოქვეყნდა პროექტის, „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველთან პარტნიორობით, ბულგარეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
 
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას, შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე.

ახალი ამბები