კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იუსტიციის სამინისტრომ გაიზიარა კოალიციის რეკომენდაციები ქალების წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ

12 აგვისტო, 2015
 
coalition.org.ge

4 აგვისტოს კოალიციის დამოუკიდებელი და გამჭვირვალე  მართლმსაჯულებისათვის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში. შეხვედრაზე განიხილეს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ კონვენციის“ (სტამბულის კონვენციის) მოთხოვნების განხორციელებას ისახავს მიზნად. იუსტიციის სამინისტრომ თავის საკანონმდებლო პაკეტში კოალიციის მიერ წარდგენილი რამდენიმე რეკომენდაცია ასახა. მათ შორის, უმნიშვნელოვანესი რეკომენდაციები, პარლამენტის მიერ მხარდაჭერის შემთხვევაში:
  • საშუალებას მისცემს პოლიციელს, გამოსცეს  შემაკავებელი ორდერი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. პირს, რომელის მიმართაც გამოიცა ორდერი, ექნება შესაძლებლობა, გაცემის მომენტიდან 5 დღის განმავლობაში გაასაჩივროს ორდერი სასამართლოში;
  • გააფართოვებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლის განსაზღვრებას, რომ ასევე მოიცვას პარტნიორები და ყოფილი პარტნიორები, და არა მხოლოდ ქმრები და ცოლები;
  • სისხლის სამართლის კოდექსში დაამატებს მუხლს ადევნების შესახებ. ახალი კანონის მიხედვით, ადევნების დასადასტურებლად არ იქნება აუცილებელი იმის დამტკიცება, რომ მსხვერპლს მოუხდა ცხოვრების წესის შეცვლა. საკმარისი იქნება იმის ჩვენება, რომ პირის ქმედებების გამო მსხვერპლს დაუდგა ცხოვრების წესის შეცვლის საჭიროება;
  • ცვლილებები შევა რამდენიმე მუხლში, რომელიც შეეხება ოჯახში ძალადობას, იძულებით სტერილიზაციას, გაუპატიურებას, ყველა სახის სქესობრივ დანაშაულს, მუქარის დანაშაულსა და ადევნებას იმგვარად, რომ ეს დანაშაულებები უფრო მძიმედ კვალიფიცირდება, თუკი მათი მსხვერპლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.
კოალიცია აპირებს გააგრძელოს ადვოკატირება, როცა კანონპროექტები უკვე პარლამენტს წარედგინება განსახილველად.

ახალი ამბები