კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის დაცვის ქვეშ მყოფი სააპელაციო სასამართლომ გაამართლა

2 სექტემბერი, 2015
 
 ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის დაცვის ქვეშ მყოფი პატიმარი სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეში   გაამართლა და საქმე შეწყვიტა. მსჯავრდებული გურჯაანელი 25 წლის ვაჟა უტიაშვილია. მას 30 აპრილს, სააპელაციო სასამართლოს დადგენილებით ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ბრალდება მოეხსნა.

უტიაშვილი გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, დავით ნარიმანიშვილმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით(ნარკოტიკული საშუალებების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა ან/და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება) გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  ჩამდენად ცნო. სასამართლომ 2014 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით, მას ადმინისტრაციული სასჯელის სახით 500 ლარი ჯარიმის გადახდა დააკისრა.  

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა გურჯაანის რაიონული სასამართლოს დადგენილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ, თეა თადაშვილმა 2015 წლის 29 იანვრის დადგენილებით, ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. გააუქმა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 დეკემბრის დადგენილება ვაჟა უტიაშვილის მიმართ და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს.

როგორც humanrights.ge-ს იურისტმა განუმარტა, დადგენილებაში მითითებული იყო მთელი რიგი იმ ნორმების დარღვევების შესახებ, რაც განსაზღვრულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესით”, რომელიც წარმოადგენს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს. სასამართლომ მიუთითა ყველა იმ გარემოებაზე, რაც ხელახლა უნდა გამოეკვლია პირველი ინსტანციის სასამართლოს.

 9 მარტის დადგენილებით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა კვლავ ცნო ვაჟა უტიაშვილი საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  ჩამდენად და ადმინისტრაციული სასჯელის სახით კვლავ დააკისრა ჯარიმის გადახდა 500 ლარის ოდენობით. იურისტმა კი, ისევ გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული სასამართლოს დადგენილება. 
თბილისის  სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის, ნინო ქადაგიძის 30 აპრილის დადგენილებით, გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 9 მარტის დადგენილება და შეწყდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე ვაჟა უტიაშვილის მიმართ.
როგორც იურისტი ამბობს, სასამართლომ მიიჩნია, რომ სამართალდარღვევის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებები შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაუცველად, რის გამოც ვერ მიიჩნევა იმ უტყუარი სახის მტკიცებულებებად, რაც უნდა იქცეს პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლად.

„ვაჟა უტიაშვილის მიმართ გურჯაანის რაიონული სასამართლოს გამოტანილი განაჩენი გასაჩივრებული იყო სააპელაციო წესით, საჩივრის მოთხოვნა იყო გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ვაჟა უტიაშვილს მხოლოდ ექვსი თვით შეუმცირა საბოლოოდ მოსახდელი სამწლიანი თავისუფლების აღკვეთის ვადა“,- განაცხადა ლია ხუროშვილმა. 

მისივე თქმით, ვაჟა უტიაშვილის მიმართ გამოტანილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გასაჩივრებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის, 15 ნოემბერს, ვაჟა უტიაშვილი სამ მგზავრთან ერთად გურჯაანიდან თბილისში მიემგზავრებოდა. შსს გურჯაანის პოლიციის თანამშრომლებმა ტაქსი კაჭრეთის გზატკეცილზე გააჩერეს, ვაჟა უტიშვილს ავტომანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვეს. გაჩხრიკეს როგორც ვაჟა უტიაშვილი, ასევე ტაქსის მძღოლის, ალექსანდრე გეთიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა. პოლიციის თანამშრომელთა განმარტებით, ვაჟა უტიაშვილის გაჩერების მიზეზი იყო ოპერატიული ინფორმაცია, რომ მას შესაძლოა, ნარკოტიკული ნივთიერება ჰქონოდა. პოლიციის თანამშრომლებმა  ვაჟა უტიაშვილი დააპატიმრეს და დანარჩენები კი, მოწმეების სახით, კაჭრეთის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. სადაც დაკავებულის პირადი ჩხრეკა ჩატარდა. მოწმეებს  ჩვენებაზე ხელი მოაწერინეს და გაუშვეს. ვაჟა უტიაშვილი კი დააპატიმრეს. 

ახალი ამბები