კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ანგარიშის - „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში“ პრეზენტაცია

8 სექტემბერი, 2015
ხვალ, ადამიანის უფლებათა ცენტრი ანგარიშის - „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში“ პრეზენტაცია

ხვალ, 13:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ადამიანის უფლებათა ცენტრი გამართავს ანგარიშის - „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში“ პრეზენტაციას.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ანგარიში მოამზადა პროექტის - „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოში“ - ფარგლებში. პროექტი განხორციელდა ბულგარეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და სახალხო დამცველთან პარტნიორობით.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მონიჭებული სპეციალური რწმუნებულების საფუძველზე, პრევენციის ეროვნული მექანიზმისა და სახალხო დამცველის ბავშვთა უფლებების ცენტრის წარმომადგენლების მონაწილეობით, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები ახორციელებდნენ გეგმიურ და არაგეგმიურ ვიზიტებს რუსთავის #5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში, თბილისის #11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში და გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების არასრუწლოვანთა განყოფილებაში. 

მონიტორინგის შედეგად #5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში გამოვლენდა შემდეგი სახის პრობლემები: ე. წ. სრული შემოწმების დამამცირებელი პროცედურა, როდესაც მსჯავრდებულ ქალებს საპატიმროდან დროებით გაყვანისას ან შემოყვანისას აშიშვლებენ და აკეთებინებენ ბუქნებს; ხანგრძლივვადიანი პაემნების არარსებობა; ჰიგიენური საშუალებების უკმარისობა; დაგვიანებული/არასათანადო მკურნალობა ქალი პატიმრებისთვის და სხვა.

არასრულწლოვანთა დაწესებულებაში გამოვლენილი პრობლემებია: პრივილეგიები არასრუწლოვან პატიმრებს შორის; განმეორებითი დანაშაულის ხშირი შემთხვევები; გარკვეული კატეგორიის არასრულწლოვანი პატიმრების სოციალური იზოლაცია; არასაკმარისი ფსიქოლოგები და სხვა.

პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებენ ბულგარეთის საელჩოს წარმომადგენელი და სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, ნიკა კვარაცხელია.

პრეზენტაციის შემდეგ ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშის ბეჭდური ვერსიის გარკვეული რაოდენობა გადაეცემა ეროვნულ ბიბლიოთეკას, ხოლო ელექტრონული ვერსია აიტვირთება ვებ-გვერდზე - Humanrights.ge. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები