კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იეჰოვას მოწმეების შევიწროვებისთვის ბრალდებულს განაჩენი გამოუტანეს

10 სექტემბერი, 2015
 
 
 
ნინო ქიმაძე

ზინა ზედგენიძე-ნინუა, რომელიც ბრალდებული იყო იეჰოვას მოწმეების შევიწროვებაში, სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ humanrights.ge- სთან საუბრისას იეჰოვას მოწმეების ადვოკატმა, მანუჩარ ციმინტიამ განაცხადა. ზინა ზედგენიძე-ნინუას სასამართლო პროცესი ახალციხის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. სასამართლომ 2015 წლის 31 მარტს მომხდარი ფაქტი განიხილა და დაადგინა, რომ ზედგენიძემ ურთიერთშელაპარაკებისას ფიზიკურად იძალადა ლიზა შემაზაშვილზე. სასამართლომ ზედგენიძე, ჩადენილი დანაშაულის გამო, 500 ლარის ოდენობით დააჯარიმა.

აღსანიშნავია, რომ წარსულში იეჰოვას მოწმე ლელა შველიძეს, რომელიც ამჟამად მოწმის სტატუსით ესწრებოდა ზინა ზედგინიძე-ნინუას პროცესს, ამ უკანასკნელის ცემაში ედებოდა ბრალი, თუმცა აღნიშნული ბრალი საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ გამყარდა. 

 „საქმეში არსებული მტკიცებულებები აჩენს ეჭვს, რომ ბრალდებული ლელა შველიძე თავად იყო შევიწროების მსხვერპლი „დაზარალებულის“ მხრიდან. 11 მეზობლის მიერ ხელმოწერილი კოლექტიური განცხადების თანახმად, ზინა ზედგინიძე-ნინუა განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა და მუდმივად ავიწროვებს მეზობლებს“,- ვკითხულობთ ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშში, რომელიც პროექტის „რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში მომზადდა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის დასკვნაში შველიძის საქმესთან მიმართებაში საუბარია პოლიციის თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზეც, რის საფუძველზეც ცენტრმა საქართველოს მთავარ პროკურატურას  აღნიშნული საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, გამოიძიოს აღნიშნული საქმე. საქმის იმ უწყების მიერ გამოძიება, რომლის თანამშრომლებმა ჩაიდინეს სავარაუდო დანაშაული, ეწინააღმდეგება ობიექტური და და მიუკერძოებელი გამოძიების პრინციპს. ეფექტური გამოძიების ერთ-ერთი მთავარი პრინციპია გამოძიების წარმოება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს მიერ, რაც მოიცავს როგორც პიროვნულ, ასევე სტრუქტურულ დამოუკიდებლობას. საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციით, იმ საქმეების გამოძიება, რომელიც მიმდინარეობს სამართალდამცავების მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე, გამოძიების წარმოების მიზნით უნდა გადაეცეს საქართველოს მთავარ პროკურატურას“, - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშში.

საგულისხმოა, რომ სახალხო დამცველის 2014 წლის საპარლამენტო ანგარიშში ერთ-ერთი თავი რელიგიის თავისუფლებას დაეთმო. 

„2014 წელს სახელმწიფომ მიიღო საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის ერთ-ერთი თავი რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებისა და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით გასატარებელ ღონისძიებებს ეხება“, - ნათქვამია ანგარიშში, თუმცა ამავე თავში ვკითხულობთ: „ამავდროულად, პრობლემად დარჩა რელიგიური ნიშნით ძალადობისა და მასზე სამართალდამცველების მხრიდან არაადეკვატური რეაგირების საკითხი“.




ახალი ამბები