კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში - „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში“

10 სექტემბერი, 2015
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი ანგარიში - „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში“ ასახავს პროექტის - „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოში“ შედეგებს. 

პროექტი განხორციელდა ბულგარეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და სახალხო დამცველთან პარტნიორობით და მოიცავდა 2015 წლის 15 თებერვლიდან 15 აგვისტომდე პერიოდს. 

პროექტის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მონიჭებული სპეციალური რწმუნებულების საფუძველზე, პრევენციის ეროვნული მექანიზმისა და სახალხო დამცველის ბავშვთა უფლებების ცენტრის წარმომადგენლების მონაწილეობით, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები ახორციელებდნენ გეგმიურ და არაგეგმიურ ვიზიტებს რუსთავის #5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში, თბილისის #11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში და გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების არასრუწლოვანთა განყოფილებაში. 

მონიტორინგის შედეგად #5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში გამოვლინდა შემდეგი სახის პრობლემები: ე. წ. სრული შემოწმების დამამცირებელი პროცედურა, როდესაც მსჯავრდებულ ქალებს საპატიმროდან დროებით გაყვანისას ან შემოყვანისას აშიშვლებენ და აკეთებინებენ ბუქნებს; ხანგრძლივვადიანი პაემნების არარსებობა; ჰიგიენური საშუალებების უკმარისობა; დაგვიანებული/არასათანადო მკურნალობა ქალი პატიმრებისთვის და სხვა.

არასრულწლოვანთა დაწესებულებაში გამოვლენილი პრობლემებია: პრივილეგიები არასრუწლოვან პატიმრებს შორის; განმეორებითი დანაშაულის ხშირი შემთხვევები; გარკვეული კატეგორიის არასრულწლოვანი პატიმრების სოციალური იზოლაცია; არასაკმარისი ფსიქოლოგები და სხვა.


ახალი ამბები