კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„კოალიცია ნდობის აღდგენისთვის“ სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური სემინარი

14 სექტემბერი, 2015
 
პრეს-რელიზი

16-17 სექტემბერს „კოალიცია ნდობის აღდგენისთვის“  ერევანში (სომხეთი) რეგიონალურ სემინარს გამართავს. კოალიცია პროექტის „კოალიცია ნდობის აღდგენისთვის“ ფარგლებში შეიქმნა, რომელსაც  სამხრეთ კავკასიაში, 2012 წლის ნოემბრიდან,  ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი ახორციელებს პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. საქართველოში პროექტის პარტნიორები არიან ადამიანის უფლებათა ცენტრი და სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო. პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

კოალიციის მონაწილე 25 სტუდენტი: უფლებადამცველი აქტივისტი და ჟურნალისტი სომხეთიდან, საქართველოდან, მთიანი ყარაბახიდან, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან მონაწილეობას მიიღებენ აღნიშნულ ღონისძიებაში. აზერბაიჯანის წარმომადგენელთა მონაწილეობა იგეგმება ონლაინ ჩართვის საშუალებით. საქართველოდან აღნიშნულ სემინარში მონაწილეობას მიიღებს 6 უფლებადამცველი აქტივისტი და ჟურნალისტი.

სემინარის მიზანია მონაწილეთა შორის თანამშრომლობისა და დიალოგის ერთიანი პლატფორმის შექმნა, რაც თავის მხრივ „კოალიცია ნდობისათვის“ შექმნის წინაპირობაა.

სემინარის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე მოწვეულები არიან სომხური მედია ორგანიზაციები. ორდღიანი სამუშაო შეხვედრა რუსულ ენაზე წარიმართება.

ერევანში დაგეგმილი ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით პროექტის „კოალიცია ნდობის აღდგენისათვის“ პარტნიორი ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელს ნინო ტლაშაძეს ელექტრონულ ფოსტაზე ninotlashadze@gmail.com ან ტელეფონზე +995 599 24 74 41 

ახალი ამბები