კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანში საპროტესტო აქციები გრძელდება

15 სექტემბერი, 2015
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

გურჯაანში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა თბილისი-ბაკურციხე-თელავის ცენტრალური გზის გურჯაანის მონაკვეთი გადაკეტეს.  ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მევენახეები ყურძნის არსებული ფასის მომატებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ ადგილზე სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიასა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ჩასვლას.

აქცია ჯერ გურჯაანის გამგეობასთან დაიწყო, მევენახეებთან შესახვედრად მივიდა კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი. როგორც მან აღნიშნა ყურძნის ფასებს ბაზარი არეგულირებს და არა სახელმწიფო. 

როგორც კახეთის გუბერნატორი ამბობს, აქცია პოლიტიკურად ორგანიზებულია ნაციონალების მიერ. მევენახეები აცხადებენ, რომ მათ არცერთი პოლიტიკური პარტია არ მართავთ და არავის პროვოკაციაზე არ წამოეგებიან.

 როდესაც, აქციას პარლამენტში გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ღვინიაშვილი თანაგუნდელებთან ერთად შეუერთდა, გუბერნატორმა აქცია პროტესტის  ნიშნად დატოვა. ცოტა ხანში კი მან სურვილი გამოთქვა, გამგეობის სააქტო დარბაზში შეხვედროდა აქციის 15-მდე მონაწილეს. კახეთის გუბერნატორის თქმით, მას მევენახეებთან პირისპირ, დახურულ ფორმატში, სურს საუბარი, ხოლო კომენტარს შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებს. შეხვედრაზე მისულ ჟურნალისტებს მევენახეებმა და გუბერნატორმა დარბაზის დატოვება მოსთხოვეს. კახეთის გუბერნატორსა და მევენახეებს შორის შეხვედრა მალევე დასრულდა, თუმცა მევენახეების თქმით, საბოლოო შეთანხმება ყურძნის ფასთან დაკავშირებით არ შემდგარა. 

როგორც ირაკლი შიოლაშვილმა humanrights.ge-ს განუცხადა,  ის რაზეც მევენახეებთან ისაუბრა, ამასთან დაკავშირებით დღესვე წავა თბილისში და მთავრობას ჩააყენებს საქმის კურსში. 

„გუბერნატორი მოვიდა თავის დამქაშებთან ერთად და მალევე გაიპარა. 10 კაცი აიყვანა,ცდილობდა მათ დამუშავებას“, -აღნიშნა გიორგი ღვინიაშვილმა.
გუბერნატორთან შეხვედრის შემდეგ იმედგაცრუებულმა მევენახეებმა ერთობლივად გადაწყვიტეს ცენტრალური  მაგისტრალის გადაკეტვა.

მევენახეების განცხადებით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, თითოეული მათგანი ერთ სათლ ყურძენს ბიძინა ივანიშვილის სახლთან დაყრის.
საპროტესტო აქციაზე პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. პოლიციამ გზის გახსნის დროს  რამდენიმე პირი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა. 

თელავი-თბილისის გზის გურჯაანის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია, თუმცა აქციის მონაწილეები ცოტა ხანს ადგილზე დარჩნენ ფართომასშტაბიანი აქციის დასაგეგმად.

შემდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან გადაინაცვლეს, ისინი დაკავებული აქციის მონაწილეების მიყვანას ელოდებიან. დაკავებულთაგან ერთ-ერთ მონაწილეს ბრალად ედება პარლამენტში გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება.

ახალი ამბები