კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საელჩოებისადმი და საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი

23 სექტემბერი, 2015
 
არასამთავრობო ორგანიზაციები დახმარების თხოვნით მიმართავენ საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს აზერბაიჯანის ოპოზიციური   პარტიის წარმომადგენლის პოლიტიკური თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი და საზოგადოებრივი დამცველი შეშფოთებას გამოვხატავთ აზერბაიჯანის მოქალაქის, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის დაშგინ აღარარლისათვის საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პროცესის გაჭიანურების გამო. 

დაშგინ აღარარლის ერთ წელზე მეტია, მიმართული აქვს საქართველოს ლტოლვილთა სამინისტროსთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.  სამწუხაროდ, დღემდე, ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილება ამ საქმეზე არ აქვს მიღებული. სამინისტროს მიერ დარღვეულია ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისასთან დაკავშირებით საქმის განხილვის როგორც ექვსთვიანი, ისე ცხრათვიანი კანონით დადგენილი ვადა.

დაშგინ აღარარლი, რომელიც არის ოპოზიციური პარტია „მუსავატის“ წევრი, ხშირად მონაწილეობდა აზერბაიჯანში გამართულ მიტინგებსა და მანიფესტაციებში, მედიის საშუალებით აკრიტიკებდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას და გამოხატავდა პროტესტს ადამიანის უფლებების დარღვევების თაობაზე. ამ აქტიურობისათვის იგი იდევნებოდა აზერბაიჯანის მმართველი პოლიტიკური რეჟიმის მიერ, რის გამოც მას მოუხდა აზერბაიჯანის დატოვება. აზერბაიჯანისათვის დაშგინ აღარარლის გადაცემა არსებით საფრთხეს შეუქმნის მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

დღესდღეობით აზერბაიჯანში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში არიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები, აქტივისტები და უფლებადამცველები. ხელისუფლების მიერ იდევნება განსხავებული აზრი, დღემდე აზერბაიჯანის საპატიმროებში სასჯელს იხდიან პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ჟურნალისტები და მთავრობისადმი ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები, უფლებადამცველები.

საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყანას და ლტოლოვილთა სტატუსის შესახებ გაეროს 1951 წლის კონვენციისა და 1967 წლის დამატებითი ოქმის ხელშემკვრელ სახელმწიფოს, პოზიტიური ვალდებულება ეკისრება, უზრუნველყოს თავშესაფრით ის პირები, რომლებიც  საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან. სამწუხაროდ, დაშგინ აღარარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობა არ ასრულებს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. 

წელიწადზე მეტია, აღარარლი ამაოდ ელოდება ლტოლვილის სტატუსს საქართველოს მთავრობის მხრიდან. იგი განიცდის მძიმე მატერიალურ პრობლემებს საქართველოში ლტოვილის სტატუსის ამაო მოლოდინში. ამასთანავე,  დაშგინ აღარარლის ოჯახის წევრები ცხოვრობენ ბაქოში, რომელთა სიცოცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

ვთვლით, რომ დაშგინ აღარარლის უნდა მიენიჭოს პოლიტიკური თავშესაფარი და ლტოლვილის სტატუსი; იგი არ უნდა გადაეცეს აზერბაიჯანის სახელმწიფოს, ვინაიდან არსებობს საფუძვლიანი შიში, რომ შეიძლება კვლავ გახდეს პოლიტიკური დევნის მსხვერპლი აზერბაიჯანში. 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაიცვან დაშგინ აღარარლის უფლებები და უზრუნველყონ იგი და მისი ოჯახი პოლიტიკური თავშესაფრით რომელიმე ევროპულ ქვეყანაში. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი;
კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
საზოგადოებრივი დამცველი;

ახალი ამბები