ნინო ქიმაძე
ადამიანის უფლებათა ცენტრისა და მედიის ჩართულობის შედეგად მოქალაქე გიორგი გუდაძეს დაუბრუნდა კუთვნილი ავტომობილი, რომელიც 2015 წლის თებერვალში ვაკე-საბურთალოს რაიონულმა პროკურატურამ უკანონოდ ჩამოართვა.
25 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრმა ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის მიმართ მიმართვა გაავრცელა. ცენტრი პროკურატურას მოქალაქე გიორგი გუდაძის კუთვნილი ავტომობილის დაბრუნებისაკენ მოუწოდებდა.
გუდაძის საქმით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ც დაინტერესდა. კურიერის ჟურნალისტმა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი თამარ ავალიანი ჩაწერა, თუმცა სიუჟეტი ეთერში აღარ გასულა, რადგან სიუჟეტის ეთერში გასვლამდე გუდაძეს კუთვნილი ავტომობილი დაუბრუნდა.