კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აზერბაიჯანი: ლეილა და არიფ იუნუსების საქმეში მართლმსაჯულების აღსრულების დროა

21 ოქტომბერი, 2015
 
პრეს-რელიზი, The Observatory

ჟენევა-პარიზი, 16 ოქტომბერი, 2015 წელი. 12 ოქტომბერს ბაქოს სააპელაციო სასამართლომ ლეილა და არიფ იუნუსების საქმის სააპელაციო განხილვა დაიწყო. 13 აგვისტოს ბაქოს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა სასამართლომ სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტების  უხეში დარღვევით მათ 8,5  და 7 წლით (შესაბამისად) პატიმრობა მიუსაჯა.  სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებასთან ერთად უფლებადამცველთა დაცვის ობსერვატორია (OMCT და FIDH ერთობლივი პროგრამა) ამ აღმაშფოთებელი განაჩენების გაუქმებას ითხოვს. 

12 ოქტომბერს ბაქოს სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვა 15-წუთიანი პროცედურის შემდეგ 15 ოქტომბერს გადადო, ვინაიდან ლეილა იუნუსს საბრალდებო დასკვნის რუსული თარგმანი მხოლოდ იმ დღეს ჩაბარდა, რის გასაცნობადაც დრო სჭირდებოდა. ლეილა იუნუსი სათანადოდ ვერ ფლობს აზერბაიჯანულ ენას, რის გამოც მისთვის ყველა სასამართლო დოკუმენტი რუსულად ითარგმნება.

15 ოქტომბერს სასამართლო პროცესი განახლდა. მას ესწრებოდნენ დიპლომატები, ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო დამკვირვებლები, მათ შორის - ობსერვატორის მანდატით აღჭურვილი დამკვირვებელი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრიდან“. ეს ორგანიზაცია FIDH-ისა და OMCT-ის წევრია. 

სასამართლო პროცესის დაწყებისას არიფ იუნუსი მინის კაბინაში შეიყვანა ბადრაგმა. ლეილა იუნუსი კი შემდეგ შემოიყვანეს. იგი ძალიან სუსტად გამოიყურებოდა. მიუხედავად ამისა, მან  მოახერხა ეთქვა, რომ არ აძლევენ გერმანელი ექიმის, ქრისტიან ვიტის მიერ 2014 წლის დეკემბერში გამოწერილი მკურნალობის ჩატარების უფლებას, რაც მას ძალიან სჭირდება; ექიმის დასკვნით, მას სჭირდება 2-თვიანი მკურნალობა სანიტარულ განყოფილებაში, სადაც მან მხოლოდ 6 დღე გაატარა. ქ-ნი იუნუსი საუბრობდა ემოციურად, იყო ძალიან აღელვებული და წინააღმდეგობას უწევდა დაცვას, რომლებიც მას არ აძლევდნენ განცხადების გაკეთების საშუალებას და ცდილობდნენ, მინის კაბინაში შეეყვანათ. დარბაზში მსხდომი დამკვირვებლები ფეხზე ადგნენ ქ-ნ იუნუსისადმი სოლიდარობის გამოსახატავად. მოსამართლე ითხოვდა სიჩუმეს. მოსამართლემ, ასევე, მოითხოვა დარბაზში მყოფი ოპოზიციური პარტიის ლიდერის სხდომიდან გაყვანა.

ამის შემდეგ დაიწყო სხდომა. მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის ადვოკატის, ელჩინ სადიკოვის შუამდგომლობა სასამართლო პროცესის გადატანაზე, ვინაიდან მას სჭირდებოდა დრო სასამართლო ოქმებისა და დოკუმენტების გასაცნობად. მოსამართლემ შემდეგი მოსმენა დანიშნა 20 ოქტომბერს, 15:00 საათზე. ამ მიზეზით 15 ოქტომბერს სასამართლო პროცესი მხოლოდ 7 წუთი გაგრძელდა ხმაურიან ვითარებაში. აღსანიშნავია, რომ ქ-ნი იუნუსს არ ესმოდა მოსამართლის საუბარი მინის კაბინაში, სადაც ქმართან ერთად იყო სასამართლო პროცესის დროს მოთავსებული. 

„საქმე რომ გვქონდეს კანონის უზენაესობაზე დამყარებულ დემოკრატიასთან, მაშინ ერთადერთი გონივრული ქმედება იქნებოდა უფლებადამცველების გათავისუფლება, დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა და იმ ადამიანების მიმართ გამოძიების დაწყება, რომლებმაც გულგრილობა გამოიჩინეს ამ საქმეში. ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპის შუაგულში გრძელდება ეს მართლმსაჯულების ფარსი. ჩვენ ვერ მივცემთ უფლებას ხელისუფლებას, ასე გააგრძელოს“, -  განაცხადა წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციის (OMCT) გენერალურმა მდივანმა ჯერალდ სტეიბორკმა.

„გუშინდელი სასამართლო პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უფლებადამცველი წყვილის უფლება სამედიცინო დახმარებაზე უხეშად ირღვევა, ვინაიდან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ საგანგაშოა. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ბოლო მოუღოს ამ აუტანელ მდგომარეობას და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ისინი პატიმრობიდან, რისი მიზანიც მათი უფლებადაცვითი საქმიანობის აკრძალვაა“, -  განაცხადა ადამიანის უფლებების საერთაშიროსი ფედერაციის (FIDH) პრეზიდენტმა, კარიმ ლაჰიდჯიმ.

წინაისტორია

ლეილა იუნუსი მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის (IPD) დირექტორი და წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციის OMCT გენერალური ასამბლეის წევრია; არიფ იუნუსი მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტში კონფლიქტოლოგიის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ისინი დააპატიმრეს 2014 წლის ზაფხულში, როცა აზერბაიჯანში დაიწყო უფლებადამცველებისა და სამოქალაქო აქტივისტების ფართომასშტაბიანი დევნა. ქ-ნ იუნუსს ბრალი ედება შემდეგ დანაშაულებში: სახელმწიფო ღალატი, თაღლითობა, უკანონო საქმიანობა, დიდი რაოდენობით შემოსავლის ხელოვნურად გაზრდა, დიდი ოდენობით გადასახადის თავის არიდება, ყალბი დოკუმენტების გამოყენება. ბ-ნ არიფ იუნუსს ბრალი ედება თაღლითობასა და სახელმწიფო ღალატში. უფლებადამცველების წყვილმა ერთწლიანი წინასწარი პატიმრობა მძიმე პირობებში გაატარა, რამაც მათ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეუქმნა; სამედიცინო დახმარებაზე მათი არც ერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

„ობსერვატორი“ იხსენებს, რომ 2015 წლის ივლისში მსგავსი და იდენტურად პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენები გამოცხადდა ცნობილი აზერბაიჯანელი უფლებადამცველების ინტიგამ ალიევისა და რასულ ჯაფაროვის მიმართაც; მათ 7.5 და 6.2 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ. უფრო მეტიც, ამჟამად ბაქოში მიმდინარეობს ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტის ხადიჯა ისმაილოვას სასამართლო პროცესი, რომელსაც ასევე 7.5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მისი სასამართლო პროცესიც 15 ოქტომბერს გაიმართა სააპელაციო სასამართლოში.

უფლებადამცველთა დაცვის ობსერვატორია (OBS) შეიქმნა 1997 წელს წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციის (OMCT) და ადამიანის უფლებებისათვის საერთაშორისო ფედერაციის (FIDH) მიერ. პროგრამის მიზანია უფლებადამცველთა წინააღმდეგ რეპრესიების პრევენცია და დახმარება. 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
 OMCT მიგელ მარტინ ზუმალაკარეგუა - ტელ:  +32 2 218 37 19 (ბრიუსელი)/ დელფინე რეკულო - ტელ: +41 22 809 49 34 (ჟენევა)
 FIDH- ოდრი კუპრიე - ტელ: +33 6 48 05 91 57 (პარიზი)/ არტურ მანე - ტელ: +33 6 72 28 42 94 (პარიზი) 

ახალი ამბები