კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაარბიეს

23 ოქტომბერი, 2015

ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

22 ოქტომბერს, ღამის საათებში,  გორში  პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი დაარბიეს. ჩამსხვრეულია შენობის მინები და წითელი საღებავით დაზიანებულია ფასადი.

ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით დაზიანებულია, როგორც პარტიის ოფისი, ასევე ახლოს მდგარი ავტომობილებიც.

,,გუშინ ღამით კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა ჩვენს ოფისზე,ეს ვანდალური აქტი განახორციელეს ხელისუფლების და, კონკრეტულად, სუსის დავალებით. სასოწარკვეთილებას არიან მიცემული და ყველანაირი ხერხით გვებრძვიან, - აღნიშნა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, კახა ლობჟანიძემ.

შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, ენმ-ის გორის ორგანიზაციის დარბევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის187- მუხლით,რაც ნივთის დაზიანება-განადგურებას გულისხმობს.ამ ეტაპზე ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული არავინ არის

19 ოქტომბერს გამართული აქციის დროს ენმ-ის გორის ოფისის კარი იმ დროს აჭედეს,  როდესაც ორგანიზაციის წარმომადგენლები,,რუსთავი-2“-ის მხარდასაჭერ აქციაზე, თბილისში იმყოფებოდნენ და ოფისი ცარიელი იყოაქციის მონაწილეებმა ოფისის ფასადზე დატოვეს  წარწერა -  ,,ლიკვიდირებულია“.

ენმ-ის ერთ ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა გორის ოფისში პრესკონფერენცია გამართა, სადაც აქციის მონაწილეების ფოტოსურათები წარმოადგინა და განცხადა, რომ აქციას საჯარო მოხელეების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. 

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს რეგიონებში,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისოფისებთან მეორედ გაიმართა აქცია.  აქციები გამართვა ინტერნეტ საიტებზე წინა ხელისუფლების დროს მომხდარი წამების ამსახველი კადრების გავრცელებას უკავშირდებოდა.

 

  

 

ახალი ამბები