კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის კულტურის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი სახალხო დამცველს მიმართავს

30 ოქტომბერი, 2015
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ყოფილი დირექტორი ალექსანდრე ვალიაური სახალხო დამცველს მიმართავს და უფლებების დარღვევის ფაქტებზე საუბრობს. ვალიაურის განცხადებით, შიდა ქართლის გუბერნატორმა, ზურაბ რუსიშვილმა ქალაქის მერზე ზეწოლა მოახდინა, რის შედეგადაც მერმა ვალიაურის გათავისუფლების ბრძანებას მოაწერა ხელი. 

„მაქვს ფაქტები, რომ გუბერნატორის მხრიდან ხდებოდა უფლებამოსილების გადამეტება და ერევა მერიის საქმიანობაში. კულტურის ცენტრი არის ერთ-ერთი ძირითადი აიპი, რომელსაც აქვს თავის ქონება და შემოსავლები. გუბერნატორს კი სურდა, გავლენა მოეპოვებინა აღნიშნულ ქონებაზე. აუდიტის დასკვნა, რაც ჩემი გათავისუფლების მიზეზი გახდა, არის აბსურდულ გარემოებაზე დაფუძნებული. მივმართავ სახალხო დამცველს, ასევე სასამართლოში შევიტან სარჩელს, რომ ჩემი გათავისუფლება მოხდა უკანონოდ“,- აღნიშნა ალექსანდრე ვალიაურმა.

მხარის გუბერნატორი ვალიაურის ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებს, გორის მერიის პრესსამსახურმა  ვალიაურის პრესკონფერენციის  საპასუხოდ განცხადება გაავრცელა სადაც წერია, რომ აუდიტის დასკვნა მერიამ პროკურატურას გადასცა.

გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი ვალიაურის გათვისუფლების  გადაწყვეტილებას კულტურის ცენტრის დირექტორის მხრიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და უფლებამოსილების გადამეტებით ხსნის. ჯირკველიშვილი  ბრალდების გასამყარებლად შიდა აუდიტის დასკვნას იშველიებს. აუდიტი ვალიაურს ორი მიმართულებით ედავება: მათგან ერთი კულტურის ცენტრის შენობის ნაწილის მერიისგან ნებართვის გარეშე გაქირავებაა, მეორე კი  აგვისტოს თვეში პორტუგალიასა და ესპანეთში გასტროლებზე მყოფი ანსამბლ ,,შავლეგოს" კულტურის ცენტრთან  სამართლებრივი კავშირის დადგენაა,  რადგან აუდიტის სამსახურს კითხვები გაუჩნდა აღნიშნული ანსამბლის კულტურის ცენტრის ბიუჯეტიდან დაფინანსებსთან დაკავშირებით. 
  
გორის მერიის აუდიტის სამსახურს გიორგი ორთანეზაშვილი ხელმძღვანელობს, მისი განცხადებით კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი თვითნებურად მოქმედებდა და გორის მერიას საქმის კურსში არ აყენებდა ქირავნობის ხელშეკრულებებთან დაკავშირებით. ორთანეზაშვილისვე თქმით, თუ აუდიტის დასკვანაში რამე არასწორადაა დაწერილი, ბრალდება გაქარწყლდება.

,,თითოეული ფართის გაქირავებაზე, რომელიც მერიისგან აქვს კულტურის ცენტრს გადაცემული ხელმძღვანელს აუცილებლად უნდა ეცნობებინა ზემდგომი ორგანოსთვის. თანხმობის მიღების შემდეგ კი უნდა ემოქმედა.  ასეთი ფაქტი ჩვენ ვერ აღმოვაჩინეთ, თუ აქვს დოკუმენტები რომ მერიაში მოიწერა წერილი და აქედან პასუხი არ მიუღია ,წარმოადგინოს ეს დოკუმენტები და ეს ჩვენი დაწერილი გაქარწყლდება“,- აცხადებს გორის მერიის აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ორთანეზაშვილი.

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადების საპასუხოდ ვალიაური იმ დოკუმენტს ასაჯაროვებს, რომელიც 2014 წლის 8 დეკემბრით არის დათარიღებული. იმ დროისთვის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი გორის მერისგან წერილობით გასაქირავებელი ქონების უზურფრუქტის წესით გადაცემას ითხოვდა. კულტურის ცენტრის მაშინელ ხელმძღვანელს მერისგან საპასუხო წერილი არ მიუღია. რაც შეეხება მეორე ბრალდებას, ვალიაური ამბობს, რომ ,,გასტროლების  საქმეც“ აბსურდულია და ქალაქის მერმა გასტროლებზე წამსვლელების სია სრული შემადგენლობით იცოდა, რადგან ვიზების დაჩქარებისთვის საჭირო წერილი საელჩოებს სწორედ ქალაქის მერმა მიწერა.

ალექსანდრე ვალიაური სამი წელია, რაც კულტურის ცენტრის დირექტორად მუშაობდა, იგი კოალიცია ,,ქართულ ოცნებაში“ შემავალი ,,რესპუბლიკური პარტიის“  წევრია. ვალიაური ამ დრომდე პროკურატურაში არ დაუბარებიათ. იგი გორის საკრებულოში კომისიის შექმნას ითხოვს, რომელიც აუდიტის დსკვანაში მოყვანილი გარემოებების შესწვალას საკრებულოს წევრებისგან ითხოვს.

ახალი ამბები