კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონსტიტუციის 42-ე მუხლისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

9 ნოემბერი, 2015
2015 წლის 5 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დროებითი მმართველის დანიშვნის შესახებ და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობის მიერ გაცხადებული პოზიციით, მივიღეთ შემდეგი მდგომარეობა:

ერთი მხრივ, სახეზეა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით უნდა აღსრულდეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილების, როგორც კანონიერება, ისე დასაბუთებულობა და კონსტიტუციურობა, დიდ კითხვებს ბადებს.

მეორე მხრივ, გვაქვს ვითარება, როცა რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ არ დატოვებს ტელეკომპანის, რაც თავის მხრივ იწვევს ამ გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მექანიზმის ამოქმედებას, პროცესში სააღსრულებო პოლიციის ჩართვით. ამასთან, წინა პერიოდში გავცელებული ჩანაწერებით იკვეთება, რომ პოლიტიკური პარტია ან პარტიები ემზადებიან მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში, პროცესების ვიწრო პარტიული ინტერესების სასარგებლოდ ან ხელისუფლების საზიანოდ გამოყენებისათვის, რაც გამოიწვევს საზოგადოების დაპირისპირებას, სხვადასხვა ძალადობრივ თუ პროვოკაციულ ქმედებებს.

ასეთი დაძაბული ვითარების შედეგად, პირველ რიგში, პროცესი მთლიანად გადის სამართლებრივი რეგულირების ჩარჩოებიდან. ამ გზით იზრდება საშიშროება მოვლენები განვითარდეს იმგვარად, როგორც ეს მოხდა რვა წლის წინ - 2007 წლის 7 ნოემბერს, რამაც გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა როგორც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, ისე ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას. დღეს პროცესის ამ მიმართულებით განვითარება უფრო მეტ ზიანს მიაყენებს პროცესში მონაწილე მხარეებს, სასამართლოს, სამოქალაქო საზოგადოებას, ხელისუფლებას და განსაკუთრებით - ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს.

იმისათვის, რომ პროცესი დაბრუნდეს სამართლებრივ ჩარჩოებში და თავიდან ავიცილოთ მოვლენების ძალადობრივი სცენარით განვითარება, მოვუწოდებთ:

1. რუსთავი 2-ს, დაუყოვნებლივ გაასაჩივროს სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს 5 ნოემბრის გადაწყვეტილება, ასევე მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმ ნორმის კონსტიტუციურობის დადგენის მოთხოვნით, რომელიც საქართველოს საერთო სასამართლოებს აძლევს ასეთი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას (ორივე შემთხვევაში ტელეკომპანიას ვთავაზობთ დახმარებას).

2. საერთო სასამართლოებს, დაარღვიონ მანკიერი პრაქტიკა და დაუყოვნებლივ განიხილონ საჩივარი მოსამართლე ურთმელიძის განჩინებაზე.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში, პირველ რიგში, განიხილონ საკითხი ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.

4. აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომელსაც ხელეწიფება სასამრთლოს გადაწყვეტილების აღსრულება - გამოიჩინოს მეტი გონიერება და პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენების მიმართ, ხისტი ქმედებებით არ მოახდინოს სასამრთლოს 5 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულება საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რადგან ხელისუფლების ამგვარი მოქმედება გამოიწვევს ვითარების კიდევ უფრო მკვეთრ დაძაბვას და შესაძლოა, მიგვიყვანოს არეულობამდე.

კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები