კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანის მოსახლეობა სპორტული კომპლექსის რეაბილიტაციას ითხოვს

20 ნოემბერი, 2015
 ეკატერინე ჩახვაშვილი, კახეთი 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მდებარე სპორტული კომპლექსი, წლებია, რაც მოუვლელია. ამორტიზებულია ორსართულიანი შენობა, რომელიც სპორტსმენების მოსასვენებლად იყო განკუთვნილი. ანტისანიტრარიაა სპორტული კომპლექსის ეზოში.

„გურჯაანში ერთი სპორტული კოპლექსია და ისიც მწყობრიდან არის გამოსული. მის სარეაბილიტაციოდ 2010 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 13 000 ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა მაშინდელმა სოფლის რწმუნებულმა თქვა, რომ ამ თანხით მხოლოდ ერთი შენობის გადახურვა  შეძლეს. არავინ ზრუნავს ახალგაზრდებსა და მათ განვითარებაზე, თორემ აქამდე აღადგენდნენ სპორტულ კომპლექსს“, - აღნიშნა ადგილობრივმა გია სოლომნიშვილმა.

  კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, ეკატერინე ბეროშვილმა განაცხადა, რომ  მათი სამსახური არ გამოყოფს სარეაბილიტაციო თანხას. მისი თქმით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ახლა მიმდინარეობს ბიუჯეტის განხილვა, თუმცა იგეგმება თუ არა სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია, ინფორმაცია არ აქვს. 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელის, გია გერგიძის თქმით, გამგეობაში დღის წესრიგში ეს საკითხი არ ჰქონიათ, მაგრამ აუცილებლად დაათვალიერებენ და მისი რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტში თანხას გაითვალისწინებენ.

ახალი ამბები