კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გამოფენა - „საოჯახო ალბომი“

25 ნოემბერი, 2015
ნინო ტუღუში

20 ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეშვიდე კორპუსში გამოფენა - „საოჯახო ალბომი“ - გაიმართა. 
ღონისძიება ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა მოაწყო, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზეა შექმნილი. 

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ძველი საოჯახო ფოტოები, როგორც ცხინვალში გადაღებული ქართველი და ოსი ინტელიგენციის წარმომადგენლების ფოტოალბომებიდან, ასევე გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში ამჟამად გადაღებული ფოტოებიც.

„აქ არის წარმოდგენილი ის წლები, როდესაც ქართული და ოსური ინტელიგენცია, მეცნიერ-მუშაკები თუ სხვა დარგის წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებოდნენ, პროფესიული და რიგითი შეხვედრები იმართებოდა. ფოტოებიც სწორედ ამ შეხვედრების ამსახველია. ფოტოებში ასევე ასახულია აკაკი შანიძის იუბილე, რომელიც 1967 წელს ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტში აღინიშნა, იუბილეს ესწრებოდნენ ქართველი და ოსი საზოგადოების წარმომადგენლები“, - აღნიშნა გამოფენის ორგანიზატორმა ნაირა ბეპიევმა.

გამოფენა „საოჯახო ალბომი“ დაფინანსებულია კოალიცია ნდობასთვის მიერ გამოცხადებული მცირე გრანტის ფარგლებში.
 
ნაირა ბეპიევის განცხადებით, იმისათვის რომ ქართული და ოსური საზოგადეობის ინტეგრაცია მოხდეს, საჭიროა ძალისხმევა, ასევე, ღონისძიებები უნდა გატარდეს, რათა მომავალი უკეთესი იყოს, ვიდრე წარსული.

გამოფენას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები, დოქტორანტები და მაგისტრანტები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადამიანები, ვისაც პირადი მოგონებები და ინტერესები აკავშირებს ოსეთთან. 

ახალი ამბები