კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმარ ქალთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა

25 ნოემბერი, 2015
 
რატი ხარატიშვილი 

24 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პატიმარ, ყოფილ პატიმარ და პრობაციონერ ქალთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა  - „შემოქმედება- ღირსებისთვის“- გაიმართა. 

ღონისძიება, ასოციაცია „ქალი და ბიზნესი“ და ციხის საერთაშორისო რეფორმა სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის, საქართველოს სასჯელაღსრუელბისა და პრობაციის სამინისტროს, დანაშაულის პრევენციის ცენტრის, ციხის საერთაშორისო რეფორმის, საქართველოს პროფესიონალ ფსიქოლოგთა ასოციაციისა და  საქართველოში გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობების ხელშეწყობით ჩატარდა. 

 გამოფენას ესწრებოდა გაეროს ელჩი საქართველოში - ნილს სკოტი. გაეროს ელჩმა საქართველოში აღნიშნა, რომ გაერო აქტიურად აქცევს ყურადღებას ქალთა წინააღმდეგ დანაშაულის პრევენციას: „ასეთი სახის გამოფენები, როგორიცაა „შემოქმედება ღირსებისთვის“, გარდა ფინანსური შემოსავლისა,  პატიმარ ქალებს ეხმარება, რომ დაუბრუნდნენ საზოგადოებას, თვითშეფასება აუმაღლდეთ და თავი იგრძნონ საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად“.  

„ჩვენთვის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის, მნიშვნელოვანია, რომ  ჩვენს სისტემაში მოხვედრილ მსჯავრდებულებს, ამ შემთხვევაში, ქალ მსჯავრდებულებს, ის დრო, რაც მათ აქვთ სასჯელაღსრულების სისტემაში გამოიყენონ მნიშვნელოვანი და კარგი აქტივობებისთვის“,- განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ხულორდავამ.

გამოფენაში მონაწილეობდნენ ყოფილი პატიმარი ქალები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. გამოფენა-გაყიდვის შედეგად მიღებული თანხები მოხმარდება პატიმარ ქალთა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. წლევანდელ ღონისძიებაში სიახლეა, გარდა მათი ნამუშევრებისა, ყოფილ პატიმარ და პრობაციონერ ქალებს, რომელთაც წამოიწყეს მცირე ბიზნესი, ეძლევათ საშუალება, რეკლამირება გაუწიონ საკუთარ აგრო-სასურსათო პროდუქციას.

ახალი ამბები