კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიტიკური დაპირისპირება გორში

27 ნოემბერი, 2015
 
ლადო ბიჭაშვილი,  შიდა ქართლი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  ფრაქცია ,,ქართულმა ოცნებამ“ გამგეობის 9 თვიან მუშაობას მხარი არ დაუჭირა.  ფრაქციის წევრები ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“  სიით გასული დეპუტატები არიან.  გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილიც ამვე პარტიის წევრია. 

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი 5 მილიონამდე ლარი ვერ აითვისა - ეს განცხადება  საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ გააკეთა. იოსებ ვანიშვილის განცხადებით, აუთვისებელი დარჩა რეგიონული განვითარების ფონდიდან  და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხები, ჯამში 4 835 700 ლარის ოდენობით. 

საკრებულოს სხდომაზე გამგეობის 9 თვიანი მუშაობის შეფასებასთან დაკავშირებით დეპუტატების აზრის ორ ნაწილად გაყოფა სწორედ თანხების აუთვისებლობის საკითხმა გამოიწვია. საკრებულოს 33 დეპუტატიდან, 18-მა გამგეობის მუშაობა დადებითად შეაფასა, 15-მა კი - უარყოფითად. გამგეობის მუშაობას მხარი არ დაუჭირეს საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების" წევრებმა, ასევე  - ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“.

 „9 თვიანი მუშაობის მანძილზე სამი კვარტლის შესრულება, პრაქტიკულად, არ მომხდარა. ასათვისებელი დარჩა 4 835 700 ლარი. ფრაქცია „ქართულ ოცნებაშიც“ ვიმსჯელეთ ამ საკითხთან დაკავშირებით და 9 თვიან მუშაობას დადებითად ნამდვილად ვერ შევაფასებთ იმ პრობლემების ფონზე, რომლებიც მუნიციპალიტეტის სოფლებშია. ამასთან, პრობლემას წარმოადგენს გამგეობაში არაპროფესიონალი კადრების არსებობაც, რომლებმაც ვერ უზრუნველყვეს თანხების ათვისება“,- განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, სოსო ვანიშვილმა.

 გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი თანაგუნდელების კრიტიკას გამოეხმაურა და გამგეობის მხრიდან 5 მილიონამდე თანხის აუთვისებლობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს სიცრუე უწოდა. 

„ყველა თეთრი, რაც ცენტრალური ბიუჯეტიდან არის მუნიციპალიტეტზე გამოყოფილი, წლის ბოლომდე ათვისებული იქნება. რეგიონული განვითარების ფონდიდან 2 100 000 არ გამოყოფილა, რადგან მთავრობამ მიიჩნია, რომ აღნიშნული თანხის დამტკიცება წლის ბოლოსთვის გადმოეტანათ, სამუშაოები კი მომავალი წლიდან დაიწყება. ეს არის ყბადაღებული პროექტი რომლითაც აპელირებენ და ატყუებენ საზოგადოებას რიგი წევრები. ბუნებრივია, რაც არ გამოყოფილა მისი ათვისება ვერც მოხდებოდა“, - განცხადა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა.

ამ პროცესებს მოჰყვა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მხრიდან სამსახურის დატოვება, მათი ნაწილი შიდა ქართლის გუბერნატორის აპარატში, ასევე ზედამხედველობის სამსახურში დაინიშნენ. გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი აცხადებს, რომ არის პიროვნება ან პიროვნებათა ჯგუფი, რონელთაც გამგეობის კარგად მუშაობა არ მოსწონს და განზრახ ავრცელებენ მცდარ ინფორმაციებს.  
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გამგებლის მესიჯი გასაგები იყო. მათი თქმით, დავით ონიაშვილმა ,,ჯგუფში" შიდა ქართლის გუბერნატორი იგულისხმა. 

,,ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირებაა. გუბერნატორსა და გამგებელს არ აქვთ კარგი ურთიერთობა და ეს მიმდინარე მოვლენებმაც დაადსტურა, როდესაც გამგეობიდან წასული ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა გუბერნატორის აპარატში დაიწყეს მუშაობა, თუ პროექტები ჩავრადა და თანხის ათვისება ვერ მოხდა გამგებელთან ერთად გუბერნატორის პასუხიმსგებლობის საკითხიც უნდა დადგეს, რადგან მას სწორედ ზედამხედველობის ფუნქცია აქვს თვითმმართველობაზე ",- აღნიშნა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რამაზ ჩუტკერაშვილმა.

კომენტარი ზედამხედველობის სამსახურიდან წასულმა არცერთმა თანამშრომელმა არ გააკეთა. საკითხთან დაკვშირებით ჟურნალისტებთან კომენატარის გაკეთება  არც შიდა ქართლის გუბერნატორმა  ზურაბ რუსიშვილმა ისურვა. 

ახალი ამბები