კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი გააგრძელებს ომის მსხვერპლთა ინტერესების დაცვას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში

28 ნოემბერი, 2015
 
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სასამართლო გამოძიების დაწყების შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა ცენტრი აქტიურად გააგრძელებს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულთა ინტერესების წარმოდგენას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში.

13 ოქტომბერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორმა ფატუ ბენსუდამ ამავე სასამართლოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და შემდეგ ჩადენილ მძიმე დანაშაულების გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა. ფატუ ბენსუდამ 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულებს და მათ წარმომადგენლებს აცნობა, რომ 2015 წლის 12 ნოემბრამდე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებისათვის წარედგინათ მოსაზრებები გამოძიების დაწყების თაობაზე.

9 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები იმყოფებოდნენ სოფელ ნიქოზსა და ერგნეთში, სადაც აგვისტოს ომის დროს დაზარალებულებს შეხვდნენ. იურისტებმა დაზარალებულებს წერილობითი პოზიციები ჩამოართვეს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში გამოძიების დაწყების საჭიროებასთან დაკავშირებით.

12 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასწარი წარმოების პალატას 193 დაზარალებულის პოზიცია წარუდგინა და მსხვერპლთა სახელით მხარი დაუჭირა პროკურორის შუამდგომლობას გამოძიების დაწყების თაობაზე.  

17-22 ნოემბერს, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ დახმარებით, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული ჯგუფის უფროსი თამარ ავალიანი, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, ჰააგაში დაესწრო  რომის სტატუტის მონაწილე წევრი სახელმწიფოების #14 ასამბლეას (ASP). 

ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და აკადემიურ წრეებთან. შეხვედრებზე დელეგაციის წევრებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მის შემდეგ ჩადენილი მძიმე დანაშაულების სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს  მიერ გამოძიების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო-რუსეთის ომის დროს დაზარალებულები იმსახურებენ მართლმსაჯულების აღსრულებას და დანმაშავე პირთა მსჯავრდებას. კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისათვის არც ერთი სახელმწიფოს ოფიციალური პირი არ უნდა დარჩეს დაუსჯელი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები