კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაკარგული მამაკაცის ოჯახი სამართალდამცავებისგან დახმარებას ითხოვს

30 ნოემბერი, 2015
 
ეკატერინე ჩახვაშვილი, კახეთი

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში 8 დღეა, რაც 63 წლის მამაკაცს, ალექსი კივნიშვილს ეძებენ. როგორც გამგებლის წარმომადგენელმა, ზვიად მოსიაშვილმა განაცხადა, მამაკაცი 18 ნოემბერს თანასოფლელ გიორგი პავლიაშვილთან იმყოფებოდა სამუშაოდ, რის შემდეგაც არავის უნახავს. კივნიშვილს სამაშველო სამსახური და სოფლის მოსახლეობა ორი დღეა, უშედეგოდ, ეძებს.

კივნიშვილის ოჯახის წევრები საგამოძიებო სამსახურის მუშაობით უკმაყოფილოა: „ახმეტის პოლიცია ყურადღებას არ გვაქცევს, გვითხრეს, ყველგან ვეძებეთ და ვერ ვიპოვეთო. სოფლის მოსახლეობაც ეძებს, თუმცა კვალი არსად ჩანს. ყველას ვთხოვთ, დაგვეხმარონ, მოგვიძებნონ დაკარგული ოჯახის წევრი“.

კივნიშვილის შვილის განმარტებით, სამუშაოს დასრულების შემდეგ გიორგი პავლიაშვილმა ალექსი კივნიშვილი ცენტრალურ გზასთან ახლოს მიიყვანა ავტომობილით: „ იქიდან მამაჩემი ფეხით წამოსულა, მაგრამ სახლში არ მოსულა, როგორ და რანაირად არავინ იცის, აღარც მკვდარი ჩანს, აღარც - ცოცხალი“.

საქმეს შს ახმეტის სამმართველო იძიებს. პოლიცია გამოძიებას სსკ-ის 115-ე მუხლის მიხედვით აწარმოებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ახალი ამბები