კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა უცხოელთათვის ლტოლვილის/ ჰუმანიტარული სტატუსის მიჭებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ

3 დეკემბერი, 2015
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს უცხოელთათვის ლტოლვილის/ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს აზერბაიჯანის მოქალაქე დაშგინ აღარარლის და რუსეთის მოქალაქეს, ეთნიკურად ინგუშ ადამ ესმურზიევს, რომელთაც საქართველოს ლტოლვილთა და განსახილების სამინისტრომ დაუსაბუთებელი უარი უთხრა ლტოლვილის/ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილებები დაშგინ აღარარლისა და ადამ ესმურზიევისათვის თავშესაფარზე უარის თქმის შესახებ არ შეიცავს დასაბუთებას უარის თქმის მიზეზებისა და იმ საფრთხეების თაობაზე, რის გამოც მათ უარი ეთქვათ სტატუსის მიღებაზე.

დაშგინ აღარარლი არის აზერბაიჯანის ოპოზიციური პოლიტიკური  პარტიის „მუსავათის“ წევრი, რომელიც წლების განმავლობაში იდევნებოდა აზერბაიჯანში ხელისუფლებისგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა და ხელისუფლების პოლიტიკის აქტიური კრიტიკის გამო. 2013 წელს აღარარლის აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, სხვა პოლიტიკური აქტივისტების მსგავსად, პოლიტიკური ნიშნით, ბრალად დასდო გადასახადების გადახდისაგან თავის არიდება იმ პერიოდზე, როდესაც იგი საერთოდ არ იყო დასაქმებული კერძო სექტორში. დაშგინ აღარარლი 2014 წელს დააკავეს საქართველოში თურქეთის რესპუბლიკიდან შემოსვლისას, როცა მას გადაწყვეტილი ჰქონდა, საქართველოსათვის ეთხოვა პოლიტიკური თავშესაფარი.

2014 წლის მარტში, დაშგინ აღარარლიმ განცხადებით მიმართა საქართველოს ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა მისთვის და მისი შვილისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება. საქმის განხილვა ლტოლვილთა სამინისტროში გაგრძელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადების დარღვევით თითქმის ორი წლის განმავლობაში. 2015 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, დაშგინ აღარარლის და მის  ვაჟს უკანონოდ უარი ეთქვათ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე გაურკვეველი საფუძვლით. უარის შესახებ გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთების ნაწილს.  ერთი მხრივ, გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ  აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაბრუნების შემთხვევაში, დაშგინ აღარარლი შეიძლება დაექვემდებაროს პოლიტიკურ დევნას, ხოლო მეორე მხრივ, სამინისტრო უარს ეუბნება მას ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე.                                                                                    
ადამ ესმურზიევი არის რუსეთის მოქალაქე, ეთნიკურად ინგუში. 90-იან წლებში მონაწილეობდა რუსეთ-ჩეჩნეთის ომში რუსეთის წინააღმდეგ. ომის შემდეგ იგი არ იმყოფებებოდა რუსეთში და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობდა. ადამ ესმურზიევმა ქრისტიანობა მიიღო, რაც დამატებით, საფრთხეს უქმნის მის დაბრუნებას ინგუშეთში. 

ადამ ესმურზიევმა ჯერ კიდევ 2011 წლის 14 ნოემბერს ლტოლვილის სტატუსის მისანიჭებლად განცხადებით მიმართა საქართველოს ლტოლვილთა სამინისტროს, რომელმაც მას  უარი უთხრა  ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე.  სამინისტროს უარი ადამ ესმურზიევმა  გაასაჩივრა  სასამართლოში.  თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ადამ ესმურზიევის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა, მოსარჩელის საქმის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა შესწავლის და გამოკვლევის შედეგად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილ ვადაში გამოცემა.  ლტოლვილთა სამინისტროში ადამ ესმურზიევს ჩაუტარდა რამდენიმე გასაუბრება, რომელსაც ესწრებოდა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი.
 
2015 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ლტოლვილთა სამინისტრომ მიზანშეუწონლად მიიჩნია ადამ ესმურზიევისთვის როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება. უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად დასახელებულია ის, რომ რუსეთში არ ირღვეოდა ადამიანის უფლებები, არ ფიქსირდებოდა შიდა კონფლიქტის შემთხვევები და ადამ ესმუზიევის რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში,  ადგილი არ ექნებოდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას. 

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ ლტოლვილთა სამინისტროს არგუმენტაცია არ ასახავს რუსეთში არსებულ მძიმე მდგომარეობას ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის კუთხით, რაც არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშშია დაფიქსირებული.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს:

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, გადახედოს ლტოლვილთა/ჰუმანიტარული სტატუსების მინიჭების პრაქტიკას და უცხოელ მოქალაქეთათათვის საქართველოში თავშესაფრის მინიჭებაზე უარი დაასაბუთოს არგუმენტირებული დასკვნით;

საქართველოს პარლამენტს და მთავრობას, დაინტერესდეს უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობით და შეცვალოს როგორც კანონმდებლობა, ისე პრაქტიკა, რათა ქვეყანაში აღმოიფხვრას უცხოელთა უფლებების შელახვისა და დისკრიმინაციის ფაქტები.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები