კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლაგოდეხში სტიქიით დაზარალებული ოჯახი დახმარებას ითხოვს

9 დეკემბერი, 2015
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანში მცხოვრები გრიშა და ნათელა ნეფარიძეები დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, 20 აგვისტოს მოსულმა სტიქიამ მათი საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა. დაზიანებული სახურავიდან კი წვიმის დროს წყალი ჩამოდის, რის შედეგადაც კედლებიც დაზიანდა. ნეფარიძეების თქმით, თუ დროულად არ შეცვალეს სახლის სახურავი კედლის ჩამოშლის საშიშროება იქმნება.

ნეფარიძეების თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ზარალის ანაზღაურებას დაჰპირდათ, მათთან რამდენჯერმე ზარალის დამთვლელი კომისიის წევრებიც იყვნენ, თუმცა დღემდე დანაპირები არ შეუსრულებიათ.

„რამდენჯერმე მოვიდნენ ჩვენთან, სახლის აზომვითი სამუშაოები ჩაატარეს, ანგარიშობდნენ, რა რაოდენობის მასალა იყო საჭირო, მაგრამ ბოლოს გვითხრეს, ვეღარ გავაკეთებთო. თუ სხვებს გადაუხურეს საცხოვრებელი სახლები, ჩვენც ვითხოვთ იმავეს“, - განაცხადა გრიშა ნეფარიძემ.

ნეფარიძეების თქმით, მათი სახლის სახურავი პირველად  2012 წლის სტიქიით დაზიანდა, თუმცა არაერთი თხოვნის მიუხედავად, არც მაშინ დაეხმარათ ადგილობრივი ხელისუფლება. 
დაზარალებულების თქმით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, იოსებ ტყემალაძემ მათ უთხრა, რომ სახურავის შეკეთების სურვილი გამგეობას არ აქვს.
Humanrights.ge  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს, იოსებ ტყემალაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, თანხა მხოლოდ 2015 წელს მოსული სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის იყო გამოყოფილი, ნეფარიძეებს დახმარებას ვერ გაუწევს, რადგან მათი საცხოვრებელი  სახლი  2011 და 2012 წლებში მოსული სტიქიის შედეგად არის დაზიანებული. 
 
იოსებ ტყემალაძე 2012 წელსაც იმავე თანამდებობაზე მუშაობდა, თუმცა არ აქვს ინფორმაცია, რატომ არ გაუწიეს დახმარება დაზარალებულ ნეფარიძეებს: „კომისიის წევრებმა დასკვნა არ მომცეს, რომ ნეფარიძეების სახლი დაზიანებული იყო სტიქიის შედეგად, ამიტომ არ შევაკეთეთ სახურავი“.
ტყემალაძის თქმით, ნეფარიძეების სახლი სიძველის გამო დაზიანდა და მისივე თქმით, კანონი არ აძლევს საშუალებას ამ შემთხვევაში დახმარება გაუწიოს დაზარალებულ ოჯახს.
27 აგვისტოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ნოდარ ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე კომისიის წევრებმა კახეთის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში ლაგოდეხში, ყვარელსა და ახმეტაში 21 აგვისტოს მოსული სეტყვის შედეგად დაზიანებული სახლების სახურავების აღდგენა - რეაბილიტაციის საკითხებზე იმსჯელეს. სტიქიის შედეგად სულ 1335 სახლის სახურავი დაზიანდა. აქედან, დაახლოებით 600 სახლის სახურავია დაზიანებული ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ხოლო 135 ახმეტის მუნიციპალიტეტში. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, იმ სახლების სახურავები, რომელთა დაზიანება 50%-ზე მეტია, მთლიანად გამოიცვლება, ხოლო თუ დაზიანება 50%-ზე ნაკლებია შესაბამისი მასალით შეკეთდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სახლების გადახურვის პროცესი დასრულდა, თუმცა მოსახლეობა უკმაყოფილოა არასრულფასოვანი გადახურვის გამო. სამუშაო პროცესში ჩართულ პირებს კი დღემდე არ აუღიათ გაწეული შრომის შესაბამისი ანაზღაურება, რის გამო ისინი საპროტესტო აქციის გამართვით იმუქრებიან.

ახალი ამბები