კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში Human Rights Watch-ის საქმიანობის შესახებ ფილმის ჩვენება გაიმართა

15 დეკემბერი, 2015
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, ადამიანის უფლებათა ცენტრმა ნიდერლანდების საელჩოს დაფინანსებით  გორის სასწავლო უნივერსიტეტში Human Rights Watch-ის საქმიანობის შესახებ ფილმის ჩვენება გამართა.  ფილმის ჩვენებას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სტუდენტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კეტი ჩევინის და როს კაუფმანის ფილმში -  E-TEAM - „საგანგებო მისიების გუნდი“- ასახულია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Human Rights Watch-ის საქმიანობა, კერძოდ, ორგანიზაციის საგანგებო მისიების გუნდის მუშაობა მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში, როგორიცაა: სირია, ლიბია და კოსოვო. გუნდის წევრები აღწერენ მოვლენებს საკუთარი სიცოცხლის ფასად.  2014 წელს გადაღებული ფილმი 89 წუთი გრძელდება. მასში მთავარი მოქმედი პირები არიან Human Rights Watch-ის მკვლევრები ანა ნეისტატი (რუსეთის ფედერაცია), ულე სოლვანგი (ნორვეგია), პიტერ ბოკერტი და ფრედ აბრაჰამსი. ფილმი ქართულ ენაზე ადამიანის უფლებათა ცენტრის თანამშრომლებმა გაახმოვანეს.

ფილმის ჩვენების შემდეგ დისკუსია გაიმართა, რომლის მოდერატორი „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელი ბექა ბაჯელიძე იყო.

 „ფილმი მძიმე სანახავი იყო. Human Rights Watch-ის წარმომადგენლები საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ სხვების უფლებების დასაცავად. საინტერესო იყო ფილმის ჩვენების შემდეგ გამართული დისკუსიაც“,- აღნიშნა გორის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტმა, ნატა გამგებელმა.

ფილმის ჩვენებას ასევე ესწრებოდა ნიდერლანდების საელჩოს წარმომადგენელი თომას დევინთერი. დევინთერის თქმით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს ძირითადად დედაქალაქში აღნიშნავენ, ამიტომ საელჩომ ადამიანის უფლებათა ცენტრთან ერთად გადაწყვიტა, ფილმის ჩვენება რეგიონებში გაემართათ.

„ფილმში ნაჩვენები იყო მძიმე კადრები, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ ადამიანის უფლებები არამარტო ომის დროს, არამედ ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც ირღვევა“,-აღნიშნა გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა. 

„აღსანიშნავია, რომ  საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო გამოძიების დროს აქტიურად იყენებს Human Rights Watch-ის ანგარიშებს და მტკიცებულებებს. სახელმწიფოები კი ითვალისწინებენ Human Rights Watch-ის მკვლევართა შეფასებებს მსოფლიოს ცხელ წერტილებში მიმდინარე სასტიკი დანაშაულების აღსაკვეთად ან შესაჩერებლად“,- განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა ნანა სანებლიძემ.

ახალი ამბები