კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის ახალი პროექტი - „რელიგიურ უმცირესობათა კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება“

15 დეკემბერი, 2015
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს პროექტს - „რელიგიურ უმცირესობათა კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება“, რომლის ფარგლებშიც, დეკემბრიდან დაიწყო ვიზიტები რეგიონებში რელიგიურ უმცირესობათა საკულტო ნაგებობების მდგომარეობის შესასწავლად. 

პროექტის მიზანია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება რელიგიურ უმცირესობათა სალოცავების მდგომარეობის შესახებ. პროექტის თანახმად, 2015 წლის დეკემბერი ადამიანის უფლებათა ცენტრი განახორციელებს გასვლით ვიზიტებს რაჭაში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და აჭარაში, სადაც შეისწავლის სინაგოგების, მეჩეთების, კათოლიკური ეკლესიების მდგომარეობას. პროექტი ასევე ითვალისწინებს თბილისში სომხური სამოციქულო ეკლესიების მდგომარეობის შესწავლას. 

რეგიონებსა და თბილისში ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები მოახდენენ ღვთისმსახურების ადგილების ფოტო და ვიდეო დოკუმენტირებას.  ჟურნალისტი მოამზადებს სტატიებს, რომლებიც გამოქვეყნდება ორგანიზაციის ინტერნეტ-გაზეთში - www.humanrights.ge . პროექტში ასევე ჩართულია კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი, რომელიც პროფესიულ დონეზე მოამზადებს ანგარიშებსა და რეკომენდაციებს რელიგიურ უმცირესობათა კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობის შესახებ.

პროექტის შემდგომ ეტაპზე იგეგმება რელევანტურ ორგანოებთან ადვოკატირება, რათა მოხდეს რელიგიურ უმცირესობათა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია. დაგეგმილია მედიატური სამცხე-ჯავახეთში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები.

პროექტის დასასრულს გაიმართება ფოტოგამოფენა, ფილმის ჩვენება და ანგარიშის პრეზენტაცია.   

პროექტი ხორციელდება კანადის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები