კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანში Human Rights Watch-ის საქმიანობის შესახებ ფილმის ჩვენება გაიმართა

17 დეკემბერი, 2015
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ადამიანის უფლებათა ცენტრმა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსთან ერთად გურჯაანის თოჯინების სახელმწიფო თეატრში კეტი ჩევინისა და როს კაუფმანის ფილმის - E-TEAM  - „საგანგებო მისიების გუნდის“ ჩვენება გამართა. 

ფილმში ასახულია საერთაშორისო ორგანიზაციის Human Rights Watch-ის საქმიანობა. კერძოდ, ორგანიზაციის საგანგებო მისიების გუნდის მუშაობა მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში, როგორიცაა სირია, ლიბია და კოსოვო.

ფილმის მთავარი მოქმედი პირები არიან Human Rights Watch–ის მკვლევრები: ანა ნეისტატი (რუსეთის ფედერაცია), ულე სოლვანგი (ნორვეგია), პიტერ ბოკერტი და ფრედ აბრაჰამსი. 

„ფილმის მიზანია, საზოგადოებას გააცნოს, როგორ აღწერენ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, ასევე ფილმის ჩვენების მიზანს წარმოადგენს უფლებადარღვევითი ფაქტების მხილება“,- აღნიშნა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) რეგიონულმა დირექტორმა ბექა ბაჯელიძემ.

ფილმის ჩვენების შემდეგ დისკუსია გაიმართა. დისკუსიის მოდერატორი იყო ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) რეგიონული დირექტორი ბექა ბაჯელიძე.
„ფილმმა სწორი წარმოდგენა შეგვიქმნა ცხელ წერტილში მიმდინარე მოვლენების შესახებ.  ადამიანის უფლებების დარღვევის მსგავსი ფაქტები უნდა აღმოიფხვრას, რადგან ეს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია“,- განაცხადა დალი შიშნიაშვილმა.

Human Rights Watch –ის საქმიანობის ამსახველი ფილმი 89 წუთი გრძელდება, რომელიც 2014 წელს არის გადაღებული. ფილმი ქართულ ენაზე ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა გაახმოვანეს.

ახალი ამბები