კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქარელში საჯარო მოხელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

24 დეკემბერი, 2015

ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ქარელის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა ემიკო ფეიქრიშვილმა, რომელიც ამჟამად პარლამენტში ქარელის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელია, მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწეს, ილია ქელეხსაშვილს ყურის ნაწილი მოაჭამა. დაპირისპირება ადგილობრივ მოხელეებს შორის შიდა პოლიტიკური სიტუაციების გარკვევამ გამოიწვია, რაც სიტყვიერი დაპირისპირებიდან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

ემიკო ფეიქრიშვილი თანამდებობიდან მის გადაყენებაში ამჟამინდელ გამგებელს, ზაზა გულიაშვილს ადანაშაულებს, ამასთან მან გააპროტესტა ის ფაქტი, რომ ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის ყრილობაზე არ შეუშვეს, სადაც პარტიის თავმჯდომარედ  მოქმედი გამგებელი ზაზა გულიაშვილი აირჩიეს.

„ქელეხსაშვილმა ავტომობილი გააჩერა და მანიშნა დაჯექიო. მე მშვიდად ვესაუბრებოდი, შევახსენე ჩვენს ნათესაურ კავშირზე და მეგობრულ ურთიერთობაზე, რომელიც აქამდე გვქონდა. ვუთხარი, რომ მას ჩემსა და გულიაშვილს შორის მედიატორის როლი უნდა შეესრულებინა. თუმცა, მივხვდი, რომ მასთან საუბარს აზრი არ ჰქონდა და ზაზა გულიაშვილს შევაგინე, რის შემდეგაც სახეში ხელი მომხვდა. დარტყმის შემდეგ არაადეკვატურად ვიმოქმედე და პოლიციელებისგან შევიტყვე, რომ ქელეხსაშვილს ყურის მცირე ნაწილი დაკარგული აქვს“, -აღნიშნა მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელმა ემიკო ფეიქრიშვილმა.

ინციდენტის შემდეგ ქელეხსაშვილი ქარელის რაიონულ საავდმყოფოში გადაიყვანეს, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს. ექიმების განცხადებით, მოჭმული ყურის ნაწილის აღდგენა ვერ მოხერხდა. ამჟამად, ქელეხსაშვილი მკურნალობას თბილისის კერძო კლინიკაში გადის.

 „ფეიქრიშვილი გულიაშვილის მისამართით იგინებოდა, რის გამოც გავბრაზდი და მეც მივაყენე სიტყვიერი შეურაცხყოფა, ამის შემდეგ შემოტრიალდა და ყურზე მიკბინა, რის გამოც ყური დამიზიანდა“, - განაცხადა ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწემ, ილია ქელეხსაშვილმა

ქარელის რაიონულმა პოლიციამ უკვე დაკითხა ინციდენტის მონაწილე საჯარო მოხელეები. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ახალი ამბები