კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თუშეთში დაშავებული მამაკაცი ვერტმფრენით ახმეტაში გადაიყვანეს

28 დეკემბერი, 2015
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი 

თუშეთში შეშის დამზადებისას 55 წლის მამაკაცი დაშავდა, მას მოჭრილი ხე დაეცა და სხეულის დაზიანებები მიიღო. საჭირო იყო მისი სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია. როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, თამაზ ქავთარაშვილმა განაცხადა, თუშეთში ამ დროისთვის შემთხვევით იმყოფებოდა ვერტმფრენი, რომლის დახმარებითაც დაზარალებული ახმეტის რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

დაზარალებულს პირველი სამედიცინო დახმარება სოფელ ბოჭორნაში მყოფმა ექიმმა ირაკლი ხვედელიძემ გაუწია. 
„დაზარალებული რომ გავსინჯე მეცხრე და მეთერთმეტე ნეკნების არეში იყო ღრმა დაბეჟილობა. მეშინოდა, ღვიძლი და თირკმელები არ ყოფილიყო დაზიანებული. თუშეთში მაცხოვრებელი მამაკაცები შევიკრიბეთ და ჩემი სოფლიდან - ბოჭორნიდან ომალომდე 12 კილომეტრ სავალზე საკაცით ვატარეთ, სადაც ვერტმფრენი გველოდებოდა და გადმოვიყვანეთ ახმეტის საავადმყოფოში”, -აღნიშნა ირაკლი ხვედელიძემ.

მისივე თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად უკვე დამაკმაყოფილებელია.  მამაკაცი თავს კარგად გრძნობს და ახალი წლიდან ისევ თუშეთს დაუბრუნდება.

ადგილობრივები თუშეთში მისასვლელი ერთადერთი გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. გასულ წელს გზა ოქტომბრის ბოლოს დაიკეტა და მაისში გაიხსნა, თუმცა წელს 21 აგვისტოს მოსული სტიქიის შედეგად გზის სავალი ნაწილი დაზიანდა, უამინდობის გამო კი გზის სრული აღდგენა ვერ მოხერხდა და თუშეთში მისასვლელი გზა ადრე ჩაიკეტა.

„გარდა გზის პრობლემებისა, თუშეთში ელექტროენერგიის პრობლემაც არსებობს. დენი თუშეთის მხოლოდ ერთ სოფელში -შენაქოშია. ხელისუფლებას რეკომენდაციები მივწერეთ, რომ ბიუჯეტის დაგეგმვისას გაითვალისწინონ“, - განაცხადა გამგებლის წარმომადგენელმა თუშეთში ლადო კახოიძემ.

ახალი ამბები