კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქალაქ გორის 2016 წლის ბიუჯეტის მიღება საკრებულოს სხდომაზე ჩავარდა

30 დეკემბერი, 2015
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

25 დეკემებერს ქალაქ გორის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 2016 წლის ბიუჯეტი დეპუტატებმა ვერ მიიღეს. სხდომას საკრებულოს 15 წევრიდან 14 ესწრებოდა, ბიუჯეტის კენჭისყრის დროს ხმები შუაზე გაიყო და მომავალი წლის ბიუჯეტი ჩავარდა.

ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა საკრებულოში.   ,,თავისუფალი დემოკრატებიდან“ საკრებულოს წევრი დავით წეწვაძე  სხდომაზე ქალაქის მერს დაუპირისპირდა და ბიუჯეტის პროექტს წინასაარჩევნოდ სამზადისი უწოდა.

,,თქვენ თუ არჩევნებისთვის ემზადებით ეს თქვით, სხვა როგორ ავხსნა აიპების გაორმაგებული დაფინანსება და გაზრდილი შტატები. ამ ბიუჯეტს აქვს მხოლოდ ხელფასების მიღების ფუნქცია“, - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე დავით წეწვაძემ.

წეწვაძე ერთადერთი არ იყო, რომელმაც მერიის აიპების დაფინანსება და თანამშრომლების რაოდენობა გააპროტესტა.

,,ბიუჯეტის ჩავარდნა  გამოიწვია აიპებმა,  რომლებიც არიან მხოლოდ ხელფასის გამცემები და არანაირი პროდუქცია არ იქმნება. ყველა აიპი არის გადასახედი, არის გაბერილი შტატები.   მმართველი გუნდი ალბათ, წინასაარჩევნოდ ემზადება და ამისთვის სჭირდებათ აიპებში გაბერილი შტატები“,- აღნიშნა „ქართული პარტიის“ წარმომადგენელმა საკრებულოში, ილია მეტრეველმა.

ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ დეპუტატები რეკომენდაციებს წარუდგენს მერიას და ამის შემდეგ დაბრუნდება ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს სხდომაზე.

,,სამწუხაროდ, როგორც ნახეთ, 2016 წლის ბიუჯეტი ჩავარდა. კანონმდებლობით ბიუჯეტი რომ გასულიყო სიით შემადგენლობით უმრავლესობას უნდა მიეცა ხმა. ანუ 15 წევრიდან 8 ხმა იყო საჭირო რომ ბიუჯეტის პროექტი დამტკიცებულიყო. დღეს ერთი დეპუტატი არ ესწრებოდა სხდომას, სულ 14 წევრი იყო და ხმები შვიდი შვიდზე გაიყო. ამიტომ ეს პროექტი ვერ გავიდა. დეპუტატებს შევთავაზე  იმ შენიშვნების ფარგლებში შემოიტანონ ინიცირება, რაც ჩვენ თავდაპირველად მერიას გაუგზავნეთ. გავივლით იურიდიულ პროცედურებს და შემდეგ დავნიშნავთ ხელახლა რიგგარეშე სხდომას,” - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძემ.

საკრებულოს დეპუტატები აღნიშნავენ, რომ გაერთიანებული კომისიების სხდომაზე დეპუტატების მიერ გამოთქმული შენიშვნები ასახული არ იყო ბიუჯეტის პროექტში, რის გამოც თავი შეიკავეს ბიუჯეტისთვის ხმის მიცემისგან.

,,ოპოზიციის მხრიდან მიცემული შენიშვნები არ იყო გათვალისწინებული, აქედან გამომდინარე, მე ვერ ავიღებ ჩემს თავზე ვალდებულებას და პასუხისმგებლობას არსებულ პროექტთან დაკავშირებით“, - განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა ,,ერთიანი ნაციონალური  მოძრაობიდან“  მინდია გოდერძიშვილმა ქალაქის მერმა ბიუჯეტის საკითხის ჩავარდნის შემდეგ საკრებულოს სხდომა დატოვა, იმ დეპუტატების გადაწყვეტილება, რომლებმაც საკითხს მხარი არ დაუჭირეს, ზურაბ ჯირკველიშვილმა პოლიტიკურ თამაშად შეაფასა და აღნიშნა, რომ მას იმედი ჰქონდა, რომ დეპუტატები ბიუჯეტის აღნიშნულ პროექტს მხარს დაუჭერდნენ.

,,ბიუჯეტის განხილვის პროცესში შენიშვნები იყო გამოთქმული საკრებულოს მხრიდან.  ჩვენ შენიშვნების ნაწილი გავითვალისწინეთ, ნაწილზე დასაბუთებული პოზიცია წარმოვადგინეთ, რატომ არ გავითვალისწინეთ. ალბათ,  საკრებულოს მომავალ სხდომაზე ბიუჯეტის უფრო შეჯერებული ვარიანტი გამოვა განსახილველად“, - აღნიშნა გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა.

ქალაქ გორის 2016 წლის ბიუჯეტი  15 მილიონი ლარით არის განსაზღვრული. 

ახალი ამბები