კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს, ეკა ბესელიამ დაუყოვნებლივ დატოვოს საპროკურორო საბჭო

8 იანვარი, 2016
 
ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის საინფორმაციო საშუალებებიდან ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. დეპუტატი მოითხოვს, ალეკო ელისაშვილმა უარყოს ის განცხადებები, რაც ეხებოდა შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ მუშაობის პერიოდში მასზე ზეწოლის ფაქტებს.

ალეკო ელისაშვილის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი დაიცავს. დაცვის კონკრეტული სტრატეგია დაიგეგმება სარჩელის გაცნობის შემდეგ. ამ ეტაპზე კი ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დაუყოვნებლივ დატოვოს საპროკურორო საბჭო. 

ეკა ბესელიას მიერ ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა ინტერესთა კონფლიქტი და პროკურატურაში მიმდინარე საგამოძიებო პროცესზე ზეგავლენის საფრთხე, რაზეც ადამიანის უფლებათა ცენტრი და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში მიუთითებდნენ1. ამავე, განცხადებაში, ასევე, აღნიშნული იყო, რომ საპროკურორო საბჭოს ძირითადი მიზანია საქართველოს პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და პროკურატურის ფუნქციების ეფექტურად განხორციელების ხელშეწყობა. 

შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს, ეკა ბესელიამ დაუყოვნებლივ დატოვოს საპროკურორო საბჭო, რათა მისი მხრიდან საფრთხე არ შეექმნას პროკურატურაში საგამოძიებო პროცედურების ობიექტურად და პოლიტიკური გავლენის გარეშე წარმართვას. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი
 

ახალი ამბები