კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ორჯერ ჩავრდნილ ბიუჯეტი და იმპიჩმენტი ქ. გორის საკრებულოში

12 იანვარი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი,   შიდა ქართლი

ქალაქ გორის საკრებულოში ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ,  ქალაქის ინტერესზე წინ თანამდებობები დააყენეს. მათი თქმით ორჯერ ჩავარდნილი 2016  წლის ბიუჯეტი მესამედ 14 იანვრის სხდომაზე უნდა გამოსულიყო, თუმცა დაანონსებული სხდომა 5 თებერვლამდე გადაიდო,  რასაც დეპუტატები საკრებულოს თავმჯდომარის მისი მოადგილის და კიდევ 4 კომისიის თავმჯდომარის იმპიჩმენტის მოთხოვნებს უკავშირებს. დეპუტატებმა უკვე შეიტანეს განცხადებები თანამდებობის პირებისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ, პროცედურების მიხედვით იმპიჩმენტის საკითხი საკრებულოს დღის წესრიგში უახლოეს სხდომაზე უნდა დამდგარიყო. 

თამარ თედლიაშვილი საკრებულოს წევრი ,,თავისუფალი დემოკრატებიდან“ : ,,ნამდვილად მაინტერესებს რატომ ხდება ისე,  რომ ხელისუფლება რაღაცნაირად ისევ და ისევ ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული, თუნდაც ბიუჯეტის საკითხის ირგვლივ. სხდომის ჩაშლა  პირდაპირ კავშირშია ბიუჯეტის განხილვასთან და ეს არის ძალიან დიდი დანაშაული და დიდი შეცდომა ხელისუფლების, როდესაც თანამდებობის შენარჩუნების გამო საკრებულოში სხდომა არ ინიშნება, ისეთ ძირეულ საკითხზე  რაც არის ბიუჯეტი.“

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით რიგგარეშე სხდომა 14 იანვარს არ ყოფილა დაგეგმილი.  პაპუნა კობერიძის განცხადებით 5 თებერვალს უწევს რიგითი სხდომა სადაც მესამედ გაიტანენ 2016 წლის ბიუჯეტს, კობერიძის თქმით უკვე მოხდა შეთანხმება ფინანსთა სამინისტროსთან ბიუჯეტის დამტკიცებამდე პროექტით გათვალისწინებული თანხის 1/12 ხარჯვასთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე რიგგარეშე სხდომის დანიშვნის აუცილებლობას კობერიძე ვერ ხედავს.

პაპუნა კობერიძე ქ. გორის საკრებულოს თავმჯდომარე:,, 5 იანვრის ბიუროს სხდომა არც ყოფილა დაანონსებული და  შესაბამისად ვერც გაიმართებოდა და თავისთავად ცხადია ვერც ჩაიშლებოდა, ასევე 14 იანვრის რიგ გარეშე  სხდომა არ ყოფილა დაგეგმილი.  მოქმედი კანონმდებლობით 1/12ხარჯვა, თუმცა  სამწუხაროდ ჯერ პარამეტრებით  არ იყო იცით, რომ ბიუჯეტს აქვს თავისი შესაბამისი  პარამეტრები,  რომელებიც ელექტრონულად უნდა გადანაწილდეს ამიტომ გვქონდა ამის პრობლემა და გვინდოდა რომ ბიუჯეტი დამტკიცებულიყო, თუმცა   ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით 1/12 უკვე  ჩვენმა ხაზინამ  დაამტკიცა ეს გახლავთ 1 233 000 ლარი. ამ ეტაპზე  რანაირ პრობლემა არ შეექმნება ქალაქს ფინანსური კუთხით.“

გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილის ორჯერ ჩავარდნილ ბიუჯეტს გამოეხმაურა, მისი თქმით ბიუჯეტის მიღების მოწინააღმდეგე  საკრებულოსგან დეპუტატების მხრიდან  ვერ მოისმინა კონკრეტული არგუმენტები თუ რატომ არ დაუჭირეს ბიუჯეტის პროექტს მხარი.

ზურაბ ჯირკველიშვილი გორის მერი:“ეს არის უბრალოდ პოლიტიკურად გადატვირთული პროცესი, რომელიც ბიუჯეტთან დაკავშირებით არ უნდა იყოს ასეთ მდგომარეობაში, ბიუჯეტი სულ ცალკე თემაა ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში ყველას სჭირდება  ბიუჯეტი და ყველამ უნდა იმუშაოს ბიუჯეტიდან გამომდინარე.  ბიუჯეტის მიღება ყოვნდება, არგუმენტები კი გაუგებარია, თუ არგუმენტები აქვთ მაშინ გვითხრან  რა არ მოეწონათ ჩვენ წარდგენილ ბიუჯეტში არც ერთი არგუმენტები არ არ დაუსახელებია ოპოზიციას.“

საკრებულოს წევრი ,,ქართული პარტიიდან“ ილია მეტრეველი   ქალაქის მერის შენიშვნას არ იზიარებს, მისი განცხადებით ოპოზიციის დეპუტატებმა ნათლად ჩამოაყალიბეს არგუმენტები რის გამოც არ დაუჭირეს მხარი ბიუჯეტის პროექტს.

ილია მეტრეველი საკრებულოს წევრი ,,ქართული პარტიიდან:“გვაქვს ისეთი აიპები, რომელებიც საერთოდ, არანაირ პროდუქციას არ ქმნიან და მარტო ხელფასების გაცემა ხდება, ჩვენ   ვითხოვდით მათ გადახედვას, ზოგიერთებისთვის დაფინანსების შემცირებას, ამან გამოიწვია ბიუჯეტის ჩავარდნა."

ბიუჯეტის პროექტის ორჯერ ჩავარდნის შემდეგ შეიქმნა შემათანხმებელი კომისია, რომელიც მერიის და საკრებულოს დეპუტატებით დაკომპლექტდა. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით კომისიაზე გაიარეს ყველა საკითხი და მზად იყვნენ ბიუჯეტის პროექტისთვის 14 იანვრის საკრებულოს სხდომაზევე მხარი დაეჭირათ, მიუხედავად იმისა, რომ მათი რეკომენდაციები მინიმალურად იყო გათვალისწინებული.  ბიუჯეტის საკითხის გარდა იმპიჩმენტის მომხრე დეპუტატები 5 თებერვლის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს 6 თანამდებობის პირისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად ემზადებიან.  

ქ. გორის საკრებულოში ,,ქართულმა ოცნება" უმრავლესობის შედეგ ფრაქციის გარეშეც დარჩა. 4 იანვრის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ იოსებ ფალელაშვილმა პარტია დატოვა და ფრაქცია დაიშალა. 15 კაციან საკრებულოს შემადგენლობაში იმპიჩმენტის მომხრე 7 დეპუტატია, უნდობლობის გამოსაცხადებლად მათ ერთი ხმა აკლდებათ. მერვე გადამწყვეტ ხმად კულუარებში სწორედ ფალელაშვილი სახელდება.

დეპუტატების ნაწილმა ოთხი თვის წინ იპიჩმენტის მოთხოვნით განცხადებები შეიტანეს მერიის კანცელარიაში, რომლის უკან გამოთხოვაც მოუხდათ რადგან იმიჩმენტის მომხრე ერთ-ერთი დეპუტატი ზურაბ როსებაშვილი მივლინებით ნორვეგიაში იმყოფებოდა. ამჟერად ოპოზიცია ქალაქის მერის გადაყენაბას აღარ ითხოვს. თუმცა მათ მოთხოვნაში რჩებიან საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე და კიდევ 4 კომისიის თავმჯდომარე, მათ შორის ორი კომისიის თავმჯდომარე ზურაბ როსებაშვილი და ზაზა მეზვრიშვილი  ოპოზიციის წარმომადგენელები არიან. 

ახალი ამბები