კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იოსებ ფალელაშვილმა ,,ქართული ოცნება“ დატოვა

14 იანვარი, 2016
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ქალაქ გორის საკრებულოში ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, იოსებ ფალელაშვილმა  4 იანვარს  ფრაქციასთან ერთად პარტია ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო" დატოვა.

,,დავტოვე ფრაქციის თავმჯდომარეობა და პარალელურად, დავტოვე პარტიაც. ამ გუნდში უსამართლობის განცდა გამიჩნდა და მივიღე გადაწყვეტილება, გავხდე დამოუკიდებელი დეპუტატი“, - აღნიშნა ფალელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და პარტია ,,ქართული ოცნების" ად. ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ფალელაშვილის წასვლით პარტიას დიდი რესურსი არ დაუკარგავს: „ვინც საკუთარ თავს ვეღარ ხედავს პარტიაში, გზა ხსნილია. პარტიას გაჯანსაღება სჭირდება“.

ფალელაშვილის გადაწყვეტილებიდან მეორე დღესვე საკრებულოს ოპოზიციიის ნაწილმა იმპიჩმენტის  განცხადებები ბოლო ოთხ თვეში მეორედ დაარეგისტრირა. ამჟამად, ,,ქართული პარტიის", ,,თავისუფალი დემოკრატების" და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების ჯამური რაოდენობა ქ. გორის საკრებულოში 7-ს შეადგენს. სწორედ აღნიშნული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან უნდობლობის გამოცხადების ინიციატორები. 7 დეპუტატი საკრებულოს 6 თანამდებობის პირს უცხადებს უნდობლობას. 
 

ახალი ამბები