კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შეხვედრა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან

20 იანვარი, 2016
 ნათია გოგოლაშვილი

18 იანვარს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს ნიკოლოზ ანთიძეს შეხვდნენ. შეხვედრა გაიმართა ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტის - „რელიგიურ უმცირესობათა კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება“ - ფარგლებში. პროექტის მიზანია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება რელიგიურ უმცირესობათა ისტორიული სალოცავების მდგომარეობის შესახებ. 

პროექტის ფარგლებში 2015 წლის დეკემბერში ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა განახორციელეს გასვლითი ვიზიტები რაჭაში, სამცხე-ჯავახეთში, თბილისში, იმერეთსა და აჭარაში, სადაც შეისწავლეს სინაგოგების, მეჩეთების, კათოლიკური ეკლესიებისა და სომეხთა სამოციქულო ეკლესიების მდგომარეობა.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს გააცნეს მათ ხელთ არსებული ინფორმაცია შესწავლილი ძეგლების შესახებ. თავის მხრივ, ნიკოლოზ ანთიძემ ორგანიზაციას სააგენტოს მუშაობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მდგომარეობას, მათი რესტავრაციის, ძეგლთა თვითნებური დაზიანებებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხრიდან არსებული კონტროლის მექანიზმის საკითხებს. 

ამასთან, ადამიანის უფლებათა ცენტრმა ადიგენისა და ფლატის მეჩეთებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების თხოვნით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მიმართა. აღნიშნულ საკითხზე ორგანიზაციამ სააგენტოს ხელმძღვანელისგან საკითხის მოკლე ვადაში განხილვის პირობა მიიღო.

მასალა მომზადდა კანადის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას, შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე.

ახალი ამბები