კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის საცურაო აუზის რეაბილიტაციაზე მერიამ ტენდერი მეორედ გამოაცხადა

29 იანვარი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შორენა ბიჭიკაშვილი, შიდა ქართლი

უკვე მეორე წელია, რაც ქალაქ გორის საცურაო აუზმა ფუნქციონირება შეწყვიტა, ამის მიზეზი ავარიული შენობა გახდა. ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. ადგილობრივი ხელისუფლების დაპირების თანახად, საცურაო აუზის რეაბილიტაცია 2015 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ დროისთვის შენობის რეაბილიტაციის პროცესი ჯერაც არ დასრულებულა.

ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლების ერთ-ერთი შენიშვნა გორის მერის მიმართ ინფრასტრუქტურული პროექტების შეუსრულებლობაა.

,,გორის საცურაო აუზი სურამის ციხე გახადეს, როგორც სურამის ციხე ვერ შენდებოდა, ისე ვერა და ვერ  მოხდა აუზის რეაბილიტაცია.  გასულ წელს მერიის წარმომადგენლებმა დადეს პირობა, რომ შარშანვე მოხდებოდა აუზის გახსნა, მაგრამ დაპირება დარჩა დაპირებად”,- აღნიშნა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რამაზ ჩუტკერაშვილმა. 

ქალაქ გორის მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ, 2015 წლის   ივლისში ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „Modern Architectural Group”- მა ვერ შეძლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ჯეროვნად შესრულება. შედეგად, აღნიშნულ კომპანიას შეუწყდა ხელშეკრულება და მის მიმართ გამოყენებულ იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები. 

გორის მერიამ  ტენდერი მეორედ უკვე 2015 წლის 14 დეკემბერს გამოცხადა. 18 დეკემბერს კი გამოვლინდა  ტენდერში გამარჯვებული კომპანია  შ.პ.ს „გოდოლი 2008“, რომელთანაც დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც  95  დღეში მომზადდება პროექტი.  გორის მერიას საცურაო აუზის შენობის სრული რეაბილიტაციისთვის 601 832 ლარი აქვს განსაზღვრული.

ახალი ამბები