კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრისა და საიას სამართლებრივი დახმარებით უკანონოდ გათავისუფლებული პატრულ-ინსპექტორი სამსახურში აღდგება

3 თებერვალი, 2016
 
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით, შსს-დან უკანონოდ გათავისუფლებული პატრულ-ინსპექტორი იოსებ აბულაძის სარჩელი დაკმაყოფილდა. შსს-ს მისი სამსახურში აღდგენა და მის სასარგებლოდ განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა. პატრულ-ინსპექტორის სამართლებრივ ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი თამარ ავალიანი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტი მიხეილ ჯახუა იცავდნენ. თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესი თითქმის წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა.

იოსებ აბულაძის სამსახურიდან უკანონო გათავისუფლება უკავშირდება 2014 წლის 19 ივნისს მომხდარ შემთხვევას, როცა პატრული-ინსპექტორი ღამის საათებში მეტეხის ხიდთან ე.წ. გადაკეტვაზე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ამ დროს გააჩერა BMW-ს მარკის მანქანა, რომლის მძღოლი გადაკეტილ ქუჩაზე ცდილობდა მანქანით შესვლას. მოქალაქემ მიმართა პატრულ-ინსპექტორს აგდებული ტონით, რაზეც პატრულისგან მიიღო შენიშვნა. ეს მოქალაქე აღმოჩნდა შსს-ს მაღალჩინოსნის, კერძოდ - გენერალური ინსპექციის დისციპლინური დევნის პირველი სამმართველოს უფროსის მოადგილის ერეკლე ჭოხონელიძის ახლობელი, რომელიც სავარაუდოდ შარდენის ქუჩაზე სწორედ იმ სუფრაზე მიდიოდა, სადაც თავად შსს-ს მაღალჩინოსანი იმყოფებოდა. ჭოხონელიძემ რამდენიმე დღის შემდეგ დაიბარა იოსებ აბულაძე სამინისტროში და მოსთხოვა ახსნა-განმარტება მომხდარის შესახებ, რის შემდეგაც მას გამოუცხადეს სასტიკი საყვედური. 

იოსებ აბულაძემ თავისი შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტზე მიმართა სახალხო დამცველს და უფლებადამცველ ორგანიზაციებს. სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა რეკომენდაციით (N 04-5/14244 - 09/12/2014), სადაც ნათქვამია, რომ იოსებ აბულაძისათვის სასტიკი საყვედურის გამოცხადება კანონმდებლობის უხეში დარღვევით განხორციელდა.
სასტიკი საყვედურის გამოცხადების შემდეგ, პატრულ-ინსპექტორის წინააღმდეგ გაძლიერდა სხვადასხვა სახის ზეწოლა.  2014 წლის 16  სექტემბერს კი,  იგი დაიბარეს შსს-ში და განუცხადეს, რომ გათავისუფლებული იყო სამსახურიდან. 
2014 წლის ოქტომბერში ადამიანის უფლებათა ცენტრმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სარჩელით მიმართა საქალაქო სასამართლოს და პატრულ-ინსპექტორის სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება მოითხოვეს, რაც  2016 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები